უკრაინაში, ჩამოგდებული ვერტმფრენის ადგილზე, იპოვეს ჩაფხუტი, რომელსაც იყენებენ ნატოს ქვეყნებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მფრინავები. ლაპარაკია ტაქტიკურ ჩაფხუტ HGU-56/P ABH-ზე. მსგავსი ჩაფხუტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად არ აქვს. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ჩამოგებულ ვერტმფრენს მართავდა ან მოქმედი ამერიკელი პილოტი, ან დაქირავებული, რომელსაც შეეძლო ვერტმფრენის მართვა._ იუწყება avia.pro.

ფოტოზე ჩანს ჩამოგდებული ვერტმფრენი, დიდი ალბათობით “მი-8”, შემდეგ ფოტოზე გამოსახულია ნატოს ტაქტიკური ჩაფხუტი HGU-56/P ABH, რომელიც ძალიან არის დაზიანებული, სავარაუდოა, რომ მფრინავი დაიღუპა.
დღეს ეს არის პირველი მტკიცებულებაიმისა, რომ უკრაინის კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებებში ნატოელი მფრინავები მონაწილეობენ, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად გაცხადებული არ არის.
გიორგი გაჩეჩილაძე