Home ახალი ამბები საქართველო გიორგი გახოკიძე: უკრაინის ფაშისტურ-ტროცკისტულმა ხელისუფლებამ ომის პირობებში დაიწყო შეტევა მართლმადიდებლობაზე და ეს...

გიორგი გახოკიძე: უკრაინის ფაშისტურ-ტროცკისტულმა ხელისუფლებამ ომის პირობებში დაიწყო შეტევა მართლმადიდებლობაზე და ეს მას უკარნახეს

“სარწმუნოების დაკარგვა სახელმწიფო სუვერენიტეტის არქონის ტოლფასია, რაც ჩამოშლილ ანარქისტულ მმართველობასა და დემორალიზებულ, მართვად საზოგადოებას ნიშნავს. მართვადი საზოგადოება უკვე გვყავს და მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გვაცილებს უფსკრულს”

427
გიორგი გახოკიძე

კიევპეჩერის ლავრა, აგრეთვე, ცნობილი, როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა, უძველესი მონასტერია, რომელიც კიევში დაფუძნდა 1051 წელს ბერების _ ანტონისა და თეოდოსიუსის _ მიერ და კიევის რუსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა. კიევპეჩერის ლავრა მართლმადიდებელთა ერთერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. მონასტრის კედლებში უამრავი წმინდანის ნაწილები უხრწნელადაა შენახული და მომლოცველთა განცვიფრებასა და მოკრძალებას იწვევს.

აშშის მთავრობის ოფიციალური მაუწყებლობის, რადიოამერიკის ხმისსიუჟეტში ნათქვამია: “რუსეთის ეკლესიის მსახურები 29 მარტს კიევპეჩერის ლავრას სამუდამოდ დატოვებენ და 1051 წელს დაარსებული უნიკალური სამონასტრო კომპლექსი უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდება (არადა, ეს ეკლესია 2018 წელს შეიქმნა, ავტოკეფალია კი 2019 წელს მიენიჭა და კიევპეჩერის ლავრა მისი არასოდეს ყოფილა _ რედ.) მოსკოვი ლავრაზე კონტროლს დაკარგავს”.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს) აღარ არსებობსგარდა ამისა, უკვე პერიოდულად ტარდება გეიაღლუმები კიევში, ხარკოვში, ოდესაში და ამაზე რეაქცია არ ჰქონია არც მოსახლეობას, არცუკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას&ქუოტ;…

ის, რომამერიკის ხმამზუსტად არ იცის, რა ხდება უკრაინაში, ან იცის და მიზანმიმართულად ცრუობს, არ არის მნიშვნელოვანი; მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რომამერიკის ხმისსიუჟეტს სოციალურ ქსელებში საქართველოშიც გამოეხმაურნენ. ბევრი კომენტარი გაკეთდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუღებელი. აღმოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სურს, ისეთივე რამ მოხდეს ჩვენს ეკლესიებშიც, რაც კიევში, თურმე ზოგიერთი ქართველიმღვდლების გაპარსვასა და სიბნელიდან გამოსვლაზეოცნებობს

გვესაუბრება პროზაიკოსი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი):

_ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გაუგებარი პროცესია, რაც, თუ არ ვცდები, 2019 წელს მოხდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ხელმძღვანელობით. მანვე უკრაინის პატრიარქად შეზღუდული უფლებებით აღიარა ფილარეტი (მიხეილ დენისენკო). უკრაინის სახელმწიფო ომის კვალდაკვალ საეკლესიო ცხოვრებაში უხეშად ერევა, რაც ავტოკეფალიის სტანდარტს სცილდება (ვგულისხმობ ანტიმართლმადიდებლური ისტერიკის ატეხვას). ყველაფერ ამაში მონაწილეობს ე.წ. პატრიარქი ფილარეტი, რომელიც თავის დროზე ანათემას გადასცა რუსეთის საპატრიარქომ. სწორედ აქ იკვეთება მსოფლიო პატრიარქის თვითნებური ქმედება, რომელიც ფილარეტის პატრიარქად ხელდასხმაში გამოიხატა. ეს უფლებამოსილება ჯერ კიდევ რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიის ხელშია. აღსანიშნავია, რომ ფილარეტმა საეკლესიო კანონიკის გვერდის ავლით 1991 წელს მოსკოვის საპატრიარქოდან უკრაინის ეკლესიის გასვლა გამოაცხადა. სწორედ ამ მიზეზით განკვეთა ის რუსეთის ეკლესიამ. უკრაინულ სქიზმაში მთავარი როლი ითამაშა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ. მართლმადიდებელთა წინააღმდეგ ერეტიკოსთა მიერ წამოწყებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში ჯერ არ შესულა, მაგრამ უკრაინის შემთხვევა ის ლაკმუსის ქაღალდია, რომელმაც ქართველი საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბრძოლას სარჩულად რუსეთის „მტრის ხატად” შერაცხვა უდევს. დასანანია, რომ შექმნილ ვითარებას საზოგადოების მცირე ნაწილი აფასებს საღად, უმრავლესობა კი იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშაა, რომელსაც ჩირქოვანი ნაწილი თესავს მათ ცნობიერში. ეს მეტასტაზები სავალალოდ აისახა ბევრი ახალგაზრდის გონებაში და მომავალში კიდევ უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს. მართლმადიდებლობასთან ომი, უკვე ოცდაერთი საუკუნეა, ვერავინ მოიგო და ყოველი მსგავსი მცდელობა არ დარჩება უპასუხოდ. მართლმადიდებელ ქრისტიანს მუდამ უწევდა თავისი სარწმუნოების დაცვა და სისხლის დაღვრა. დიახ, მართლმადიდებელი ქრისტიანი სისხლს ღვრიდა, მაგრამ არა სხვის სისხლს, არამედ საკუთარს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, როგორც ჩვენთან არ მოსწონთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ, უკრაინაშიც მრევლის უმრავლესობა ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს, მაგრამ უძლურნი არიან ომის გამო. უკრაინის ფაშისტურ-ტროცკისტულმა ხელისუფლებამ ომის პირობებში დაიწყო შეტევა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ამ მხრივ სწორად გათვალეს, უპრიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ უკარნახეს, რადგან ისინი დღემდე და მომავალშიც კარნახით მოქმედებენ. უკრაინის ხელისუფლება გაჯერებულია ტროცკისტებით. მათი სიმრავლე უკრაინელ ხალხს ძვირად დაუჯდება ახლო მომავალში, რომ არაფერი ვთქვათ ომით გამოწვეულ ზარალზე. უკრაინა გახდება დემორალიზებული სახელმწიფო, რომლის მართვა გაცილებით გაუმარტივდება დასავლურ ისტებლიშმენტს.

უკრაინელმა ხალხმა ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხე და მოაწყო მაიდანი, შედეგად ხელ-ფეხი გაეხსნათ მართლმადიდებლობასთან მებრძოლ არასამთავრობოებს. რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფოს როლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. უკრაინელი ხალხი დამარცხდა, ვერ დაიცვა რწმენა, რომელიც ფუნდამენტია სახელმწიფოს სიმტკიცისა. უკრაინა განსაცდელშია. ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალმა სოდომი და გომორა გაანადგურა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბუნებრივი კატაკლიზმებით მოხდება თუ ომით.

_ ,,ამერიკის ხმისსიუჟეტს საქართველოში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ასეთი წინადადებებით: ,,როდის გათენდება საქართველოშიც, ჩვენთანაც იგივე უნდა მოხდეს“, ,,გასაპარსები არიან მღვდლები, ნეტავ როდის დაიწყება ეს პროცესი?!” და .. ფაქტია, საქართველოშიც ჩანს ფაშიზმის, ტროცკიზმის ნიშნები

_ ეს ნეოლიბერალთა ოცნებაა, _ როდის გათენდება „ათეისტური დღე” საქართველოში და როდის ამობრწყინდება „ტროცკის მზე”.

_ რა მოხდება ჩვენთან? ამ საშინელების აღსაკვეთად, ამ ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ და, უწინარესად, ეკლესიამ?

_ საქართველოს ხელისუფლებას უჭირს გამკლავება ე.წ. ენჯეოშნიკებთან. რაც უფრო დათმობენ და მეტ ლიბერალურ ხაზს გაატარებენ, ისინი მით მეტ ძალაუფლებას მოიპოვებენ. სამნახევარმილიონიან საქართველოში არასამთავრობოთა პარპაში ახალ ფაზაში შედის. მათ მიმართ სახელმწიფო მართლმსაჯულება საკანონმდებლო დონეზე უძლურია. რატომ მოხდა ასე? ამის ერთი მიზეზია მხოლოდ _ ირაკლი კობახიძის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. მხოლოდ ორი საკანონმდებლო ცვლილებაა საკმარისი იმის მისახვედრად, როგორი მომავალი დაუსახა საკუთარ ხალხს არსებულმა სისტემამ. ესენია: ანტიდისკრიმინაციული კანონი და იუვენალური იუსტიცია. ანტიდისკრიმინაციული კანონის თანახმად, ყველა კონფესია უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ჩვენი ეკლესია. ყველა განსხვავებული ორიენტაციის პირთა უფლებები აღმატებულია იმ მოქალაქეების უფლებებზე, რომლებიც გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგი არიან და გამუდმებით იბრძვიან ღირსებისა და სინდისის ხმით. ეკლესია ჯერ კიდევ მყარად დგას და საკუთარ პოზიციას მრევლში განავრცობს. ჩვენმა ეკლესიამ არ აღიარა უკრაინის ავტოკეფალია, რაც სწორი და სამართლიანი ნაბიჯი იყო. საქართველოს დედაეკლესიას, ისევე შესევიან მაჯლაჯუნები, როგორც ერს შემოგვესივნენ. აღსანიშნავია ამ დღეებში მომხდარი ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, რომელიც შეეხება ე.წ. მამა პეტრე კოლხს. მან გაავრცელა მოსაზრება მიცვალებულისთვის წესის აგების შესახებ, ნებსით თუ უნებლიეთ, განდგომილზე. ასეთი განდგომილები დღეს ჩვენს ქვეყანას ბევრი ჰყავს ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც რწმენა გაცვალეს ჯარში მსახურების უარზე. დიახ, ისინი მართლმადიდებლობას განუდგნენ თავიანთი ნებით და ეს დაადასტურეს ხელმოწერით, რომლის შემდეგ გათავისუფლდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან. განუდგნენ უფლის მსახურებას, ნებსით თუ უნებლიეთ. არა მგონია, ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რას აწერდნენ ხელს. მათ რწმენას ანაცვალეს რამდენიმე თავისუფალი თვე. განდგომილთ მცველად მოევლინა ხიბლში მყოფი მამა პეტრე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „უფალმა იცის, არავისთვის მენანება ცათა სასუფეველი”. რას ნიშნავს ეს თუ არა მკრეხელობას? აი, მე ვინ მომცა განკითხვის უფლება და არც განვიკითხავ ვისმეს. ერთი კი არის ამ ყოფიერში და მუდამ იქნება _ ეს არის არმია მეხოტბეთა და ერთეულნი სახოტბენი, რომელთა მწირი აზროვნება არ სცდება ფარისევლობას, ამპარტავნებასა და მკრეხელურ აზრთა ფრქვევას. იქნებ ვინმემ უშველოთ ამ ამპარტავანსა და მლიქვნელს. პეტრე კოლხის გადასწყვეტია თურმე, ვინ მოხვდება სასუფეველში და ვინ _ ჯოჯოხეთში… თან უფალს იმოწმებს, მან იცისო… თვით რომის პაპიც კი არ იკადრებს ამ სიტყვების წარმოთქმას, რომელსაც უცოდველობის დოგმატი იცავს, რაც ერესია.

ახლა, რაც შეეხება პრობლემას რომელსაც შეეხო ე.წ. პეტრე კოლხი თავის “უწყინარ” წერილში. ეს არის “გირჩელთა” სატიტულე ფურცელი, ფარატინა ქაღალდი, რომელიც იცავს “პატრიოტ” ახალგაზრდებს ჯარისგან და ამით თავს აღწევენ ქვეყნის მსახურებას, რაც ქართველი კაცისთვის სავალდებულოდ ითვლება. სამწუხაროა, როცა ამას ახალგაზრდა შეგნებულად აწერს ხელს, შემდეგ კი ხდება გასაბერი ეკლესიის გასაბერი თოჯინა. აჟიოტაჟი წესის აგება-არაგებას მოჰყვა, რომელიც, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან დაიწყო, ვინც უარყოფს უფალს და დღედაღამ “მუშაობს” მასებთან, რათა მათში ჩაკლას რწმენა. აი, ეს მასა ითხოვს, წესი აუგეთო. ელემენტარულ უცოდინარობას გავუსვამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხაზს: ადამიანის გარდაცვალების შემდეგ წესის აგება არ წყვეტს მისი სულის ხსნასა და სასუფეველში მოხვედრას. სულის სასუფეველში გამწესება ხდება ადამიანის ცხოვრების წესის განსაზღვრით _ როგორ იცხოვრა, შეინანა და მიუტევა მან. და თუ მართლა გენანებათ გარდაცვლილი ახალგაზრდა და მისი სული გემეტებათ სასუფევლისთვის, ილოცეთ მისთვის, ვიდრე ცოცხლობთ. რაც შეეხება წესის აგებას, სექტის წევრებს, ერესის მიმდევართ, ეკლესია ვერ და არ აუგებს წესს _ ეს შესანიშნავად იცის “პეტრე კოლხმა”. „სადაც გოლგოთაა, ანუ ქრისტესთვის ჭეშმარიტი ტანჯვა, იქ აღდგომაც იქნება. ასეთი აღდგომა პირველყოვლისა ადამიანის გულში ხდება!” _ ბრძანა მღვედ-მონაზონმა სერაფიმე როუზმა. რატომ ითმენს საპატრიარქო ამ ადამიანის ერესულ უმსგავსობებს, როცა საქართველოს საპატრიარქოს განჩინებაში „გირჩის” ანტიქრისტიანული სექტის შესახებ ნათქვამია: „შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვთისმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიეთ, თვითონ განუდგნენ მას”. ხიბლში მყოფი პეტრე კოლხი კი ცდილობს, ერესის გზით წმინდა სინოდის განჩინებაში ეჭვი შეიტანოს და თავისი მოსაზრება აქსიომად აქციოს მრევლში. იმედს ვიტოვებ, რომ მრევლი განეშორება ცრუმამაოს”, რომელიც ყოველდღიურად ქადაგებს ანტიმართლმადიდებლურ მოძღვრებას სოციალურ ქსელში. ნიშანდობლივია, რომ ზუსტად ასე დაიწყო უკრაინაშიც. ეს გაფრთხილებაა ღვთისა და სწორედ ეკლესიას მართებს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც სასიკეთოდ წაადგება ჩვენს დაქსაქსულ საზოგადოებას. სარწმუნოების დაკარგვა სახელმწიფო სუვერენიტეტის არქონის ტოლფასია, რაც ჩამოშლილ ანარქისტულ მმართველობასა და დემორალიზებულ, მართვად საზოგადოებას ნიშნავს. მართვადი საზოგადოება უკვე გვყავს და მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გვაცილებს უფსკრულს.

„ქართველი ისე შეეჩვია მონობას, რომ ბატონის გამოცვლა გათავისუფლება ჰგონია”, _ ჯერ კიდევ როდის თქვა დავით სარაჯიშვილმა. ასეცაა, დღეს სწორედ ამ დილემის წინაშე ვდგავართ და არ ძალგვიძს, ვიმოქმედოთ. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ამბობს, წერს, მაგრამ ისეა გამჯდარი „მე და საზოგადოების” დოგმატიკა ახალგაზრდებში, რომ ისინი ოცნებობენ, როდის გადავშენდებით ჩვენ _ მამებისა და დედების თაობა. იქ, სადაც ყველაზე ნათელი უნდა იყოს სივრცე, შუქი ჩააქრეს. ეს განათლების სისტემაა _ იქ, დიდი ხანია, ბნელა! „ამერიკის ხმის” დამაჯერებლობა გათვლილია “ახალ ქართველებზე”. მათი მერკანტილური ინტერესები გაცილებით მაღლა დგას სახელმწიფოებრივზე და ეს პროცესი, ოცდათორმეტი წელია, სკრპულოზურად ხორციელდება. მაკიაველი ამბობს თავის მოძღვრებაში (ზუსტი ციტირება არ არის, შინაარსობირივია): იმპერიები დგანან კოლონიებზე. იმპერიები განახორციელებენ დამპყრობლურ ომებს, ხოლო მოპოვებულის შესანარჩუნებლად სჭირდებათ სამთავროების შექმნა, რომლებშიც თავიანთი კაცი ეყოლებათ, თუმცა ესეც დროებითია, იქამდე, სანამ მისიანი არ ისურვებს გახდეს იმპერატორი.

დღევანდელ რეალობასთან მსგავსებას ხედავთ? დღეს იმპერიათა სამთავროები არიან საელჩოები, რომელთა მეშვეობითაც მართავენ დაპყრობილ ქვეყნებს. საელჩოებს კი ვასალებად ე.წ. არასამთავრობოები ჰყავთ.

გამოსავალი: სიცოცხლის ფასად დაცვა სარწმუნოებისა, თუნდაც ეს იყოს ერთი კაცის უდიდესი ტვირთი და, ამასთანავე, მადლი საკუთარი შვილების, მომავალი თაობების წინაშე!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here