Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება შეუძლებელია, უნდა ვიყოთ გულწრფელი უკრაინელებთან – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება შეუძლებელია, უნდა ვიყოთ გულწრფელი უკრაინელებთან – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

125
უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება შეუძლებელია, უნდა ვიყოთ გულწრფელი უკრაინელებთან - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კატარინა ბარლი უარყოფს ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას.

ამის შესახებ მან გერმანულ არხ ARD-ზე გადაცემა Tagesthemen-ში განაცხადა, იუწყება Bild.

„თავად ის ფაქტი, რომ უკრაინას ასე სწრაფად მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საკმაოდ ექსტრაორდინარული მოვლენა იყო“, – განაცხადა ბარლიმ.

მისი თქმით, უკრაინამ იგივე პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რაც ევროკავშირის წევრობის ყველა სხვა კანდიდატმა. ისინი მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ კრიტერიუმებს – მაგრამ სამივე სფეროში მოთხოვნები “შორსაა შესრულებისგან”, – ამბობს ბარლი.

მისი აზრით, შეუძლებელია ქვეყნის ევროკავშირში სწრაფად მიღება განსაკუთრებული მიზეზების გამო. მნიშვნელოვანია “უკრაინელებთან ვიყოთ რეალისტები”, – განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში.

ამავდროულად, კიევში გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ, ევროკავშირმა „რბილად შეანელა“ საუბარი უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებაზე, – წერს NYT.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here