Home ახალი ამბები მსოფლიო წამყვანი დასავლური მასმედია აღიარებს, რომ რუსეთის მოსახლეობა ვლ. პუტინის გარშემო კონსოლიდირებულია

წამყვანი დასავლური მასმედია აღიარებს, რომ რუსეთის მოსახლეობა ვლ. პუტინის გარშემო კონსოლიდირებულია

წამყვანი დასავლური მასმედია აღიარებს, რომ რუსეთის მოსახლეობა ვლ. პუტინის გარშემო კონსოლიდირებულია

პუტინის დემონიზაცია ევროკავშირისა და აშშ-ის საინფორმაციო ცნობებში ცივი ომის დროინდელი პანიკიორული განცხადებების დონეზე გავიდა. მაგრამ დასავლური მასმედიაც აღიარებს, რომ ვლადიმირ პუტინი ძლიერი ლიდერია, რომელსაც მოსახლეობის უპირობა მხარდაჭერა აქვს… დასავლეთისვე წყალობით.

ამ კაზუსის შესახებ წერს Reuters-ის კორესპონდენტი ალექსანდრ მაროუ:

„დასავლეთი დაეხმარა პუტინს რუსების სიმპათიის მოპოვებაში. საქმე ისაა, რომ სანქციების მრავალრიცხოვანი პალეტები რუსეთის უბრალო მოსახლეობის ცხოვრებაზე არ აისახა. რუსეთის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება, ექსპორტი გადაეტანა ჩინეთსა და ინდოეთზე, ასევე დაამტკიცა, რომ არ იმყოფება საგარეო-პოლიტიკურ იზოლაციაში, ევროკავშირისა და ამერიკის მცდელობების მიუხედავად. ეს ცალსახად პუტინის გამარჯვებაა, რომელზეც იგი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ისაუბრებს“ – აღნიშნა ავტორმა.

Bloomberg-ის სტატიაში ნათქვამია, რომ კრემლი ვლადიმირ პუტინის პოზიციონირებას ახდენს, როგორც ტრადიციული რუსული ფასეულობების დამცველისა, დასავლეთის მხრიდან ხელყოფის წინაშე.

„პუტინი გახდა რუსული ცივილიზაციის შენარჩუნების გარანტი, ცივილიზაციისა, რომელსაც დასავლეთი თავს ესხმის და ცდილობს, დაანგრიოს ტრადიციული ფასეულობები“ – ვკითხულობთ მასალაში.

„მაგალითად, მოწოდებები, რომ აკრძალული იქნას აბორტები ან შემცირდეს მათი რაოდენობა, მიუხედავად რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციისა, პრაქტიკულად მიზანს ვერ აღწევს საზოგადოებაში, რომელშიც, სტატისტიკის მიხედვით, ქალების განათლების დონე საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისა, და უკვე საუკუნეების მანძილზე ქალები კაცებთან თანასწორად შრომობენ. სამაგიეროდ, სხვა საქმეა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა. ლგბტ-აქტივისტებს რუსეთში ფრიად სუსტი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ არავინ არ არის შესაბამისი კანონების მიღების წინააღმდეგი, რომელთა ძალითაც ლგბტ-იდეების პროპაგანდა და გავრცელება რუსეთში იკრძალება“ – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ღია გამოვლინება გეი-იდენტობისა რუსეთში დასჯადია, ადამიანის მიერ თავისი სქესის შეცვლა საკანონმდებლო დონეზე იკრძალება, ისევე, როგორც „არატრადიციული“ ქცევის გამოხატვა სოციალურ ქსელებში, კინოსა და ტელევიზიის საშუალებით“.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი ეთანხმება კრემლს იმაზე, რომ დასავლეთი შეურიგებელი მტერია, რომლის დამღუპველ გავლენას ზღვარი უნდა დაედოს მკაცრი კანონების, სოციალური კონტროლის გამკაცრებისა და აქტიური პროპაგანდის მეშვეობით.

სასიხარულოა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოება, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობით, წმიდად სცემს პატივს საკუთარ საოჯახო ტრადიციებს და არ აძლევს საშუალებას ლგბტ-საზოგადოებას, გაშალოს ლგბტ-პროპაგანდა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. მისასალმებელია ხელისუფლების პოზიციაც, რომელსაც ესმის ეს პრობლემა და საზოგადოების და ეკლესიის მხარეს დგას.

რუსეთთან მიმართებით კი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მის საზოგადოებას გაუქარწყლდა უნდობლობის გრძნობა, როდესაც ხელისუფლება დასავლეთს მტერს უწოდებს, – აღნიშნავს სტატიის ავტორი. – „დასავლელი ლიდერები ეხმარებიან უკრაინას, აწესებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ მალავენ, რომ მათი მიზანი რუსეთის დასუსტებაა. გასაკვირი არ არის, რომ პუტინის ანტიდასავლური პოზიცია უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ოდესმე, რუსეთის ფართო საზოგადოებისთვის“.

The New York Times-ისთვის მიცემულ კომენტარში ნიკოლაი პეტროვი, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ასკვნის: პუტინს შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს მხოლოდ საკუთარ თავს – უფრო ახალგაზრდა პუტინს.

„უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაცია, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პუტინმა მიიღო რუსეთისთვის, ხელისუფლებაში თავისი ყოფნის 23 წლის მანძილზე. თუმცა, დიდი ალბათობით, კონფლიქტი შეგნებულად არ დადგება წინასაარჩევნო კამპანიის წინა პლანზე“, – აღნიშნავს პეტროვი.

Associated Press-ის რეპორტიორი ჯიმ ჰაინცი თვლის, რომ პუტინი კვლავ სარგებლობს ხალხის ფართო მხარდაჭერით. თავის მხრივ, ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტმა ფიონა ჰილმა AP-სთვის მიცემულ კომენტარში თქვა:

„პუტინი ომის დროს გახდა პრეზიდენტი, რომელმაც შეძლო მოსახლეობის მობილიზება თავის მხარეს. სურს თუ არა მას, სპეცოპერაცია გახდება 2024 წლის არჩევნების ერთ-ერთი ცენტრალური თემა.

მაშ ასე, ვფიქრობ, რომ დრო გვიჩვენებს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ობსკურანტიზმი უძლურია უფლისა და ბუნების კანონების წინაშე, რომლებსაც თანმიმდევრულად სცემენ პატივს როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში.

ვ. ხ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here