Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალები გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის, ვიდრე...

თამარ კიკნაძე: ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალები გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის, ვიდრე გარეშე ძალები”

“ასეთი რეზოლუციები დისკრედიტაციას უწევს პროდასავლურ ვექტორს საქართველოში და ხალხი სულ უფრო ნათლად ხედავს, რომ ევროპარლამენტი არის ბიუროკრატიული აპარატი, რომელსაც რეალობასთან არაფერი აკავშირებს”

260

გასული კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც გამოხატულია შეშფოთება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართ მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნისდა ისინი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილიამ ამბიდან რამდენიმე დღეში ევროპარლამენტარების რეზოლუციით უკმაყოფილო ქართველმა პარლამენტარებმა, კერძოდ, დეპუტატების ჯგუფმახალხის ძალამდაასრულა მუშაობა კანონპროექტზე, რომლითაცუცხოური აგენტებისრეესტრში აღმოჩნდებიან ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით შეიქმნება უცხოური გავლენების აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა ენჯეოსა და იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. შემოღებული იქნებაუცხოური აგენტისცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება  მთელ რიგ პროცესებში სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა, რომელიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს”, _ განაცხადახალხის ძალისწარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიცმედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს”.

გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებაში თავიანთი როლი შეასრულეს ლობისტებმა, რომლებსაც მილიონები გადაუხადა სააკაშვილის ოჯახმა. სამწუხაროდ, ეს რეზოლუცია საქართველოს მოსახლეობის თვალსაზრისს ეწინააღმდეგება. ქართველ საზოგადოებას არ უყვარს სააკაშვილი, თანაც ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად სულაც არ იმყოფება ცუდ პირობებში _ ოროთახიან ლუქსში ცხოვრობს. ის პოლიტიკური ავანტიურისტია. სააკაშვილი საქართველოსთვის არის მაოხრებელი გზირი, პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ ქვეყანას მოსვენებას მაინც არ აძლევს, დესტრუქციის წყაროა, მისი ქმედებები საქართველოსთვის დამღუპველია. ეს იცის ხალხმა, მაგრამ დასავლეთში ხალხის აზრს არ ითვალისწინებენ. ასეთი რეზოლუციები დისკრედიტაციას უწევს პროდასავლურ ვექტორს საქართველოში და ხალხი სულ უფრო ნათლად ხედავს, რომ ეს არის ბიუროკრატიული აპარატი, რომელსაც რეალობასთან არაფერი აკავშირებს. ამას ხელს უწობს კორუფცია, რომელმაც ევროპარლამენტარებში იჩინა თავი, რამდენიმე მათგანს იმუნიტეტს უხსნიან.

ჩვენ გვქონდა წარმოდგენა, რომ ამერიკასა და ევროკავშირში უკანონობა არ ხდება, მაგრამ ეს მითი ამერიკაში ჩატარებულმა არჩევნებმა და ევროპარლამენტარებში მომძლავრებულმა კორუფციამ დაასამარა. საქართველოს პროდასავლურ პროგრესს პრობლემა თვითონ დასავლელებმა შეუქმნეს.

_ დეპუტატების ჯგუფმახალხის ძალამდაასრულა მუშაობა კანონპროექტზე, რომლითაცუცხოური გავლენის აგენტებისრეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ. ამერიკელებსხალხის ძალისინიციატივა არ მოეწონათ და სწორედ ამ მიზეზით ხვდება ამერიკელი სენატორი შაჰინი ოპოზიციის წარმომადგენლებს

_ ამერიკის შეერთებულ შტატებში არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტების სტატუსი აქვთ. თითოეული ცენტი, რომლებითაც ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან, გამჭირვალეა, კანონით კონტროლდება ყველაფერი.

უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები საფრთხეა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ისინი გავლენის აგენტები არიან. არასამთავრობოები არიან სხვისი ინტერესების გამტარებლები. ამერიკაში ეს კარგად იციან… რუსეთსაც შეექმნა აგენტების პრობლემა, ამიტომ იქაც მიიღეს კანონი არასამთავრობოების გასაკონტროლებლად. საქართველოშიც ანალოგიური რამ ხდება. ქვეყანაში არიან საზოგადოების ინტერესების გამტარებელი არასამთავრობოები, მაგრამ ისინი ისეთი გავლენიანები არ არიან, როგორც ის არასამთავრობოები, რომელთა ინტერესებიც არ ემთხვევა საზოგადოების ინტერესებს, როდესაც კარგი რამ ხდება ქვეყანაში, ისინი წინააღმდეგნი არიან.

საერთაშორისო არენაზე ორ ანგარიშს წარადგენენ ხოლმე: ერთს სახელმწიფო წარადგენს, მეორეს _ არასამთავრობო სექტორი. ხშირად მეორე ანგარიში არასწორია და ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს საქართველოს განვითარებას არანაირად არ ადგება, რაც დასაგმობია და აღმოსაფხვრელი.

საქართველო აქამდე ვერ ახერხებდა საერთაშორისო არენაზე თავისი ქვეყნის ინტერესების გატანას. ახლა არის დრო, გადადგას ნაბიჯები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ხელისუფლება ასეც იქცევა. ხომ ხედავთ, მიუხედავად დესტრუქციული ძალების დიდი ძალისხმევისა, საქართველო ომში არ ჩაება.

უცხოური აგენტების სიის შექმნა “ხალხის ძალის” ინიციატივაა. ამ მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ იმას, რაც ჩვენ ისედაც ვიცით, მაგრამ მათი განცხადებები მნიშვნელოვანია, რადგან სახელისუფლო გუნდიდან არიან გამოსულები და გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე რიგითი მოქალაქეები. მივესალმები მათ ინიციატივას, მივესალმები კანონის მიღებას არასამთავრობოების გასაკონტროლებლად. ეს დღეს აუცილებელია, რადგან მსოფლიოში ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. ამ პროცესებში პირდაპირ თუ ირიბად საქართველოც არის ჩართული, ამიტომ ახლა ჩვენს ქვეყანას მოღალატეები და აგენტები არ სჭირდება. ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალები გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის, ვიდრე გარეშე ძალები.

_ საქართველოში ახლახან ჩამოსული ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი შეძლებს, ხელი შეუშალოს ამ კანონის მიღებას?

_ ბოლო პერიოდში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უშინდებიან გარე ძალების წნეხს და მოქმედებენ ჩვენი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით…

_ რუსეთი ვიზებს აუქმებს საქართველოს მოქალაქეებისთვის; აპირებს, აღადგინოს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაც. ამან გააღიზიანა ჩვენი .. დასავლელი პარტნიორები. მათ საკმაოდ მკაცრი განცხადებებიც გააკეთესახლა ამერიკა ელჩს ცვლის საქართველოში. როგორ ფიქრობთ, რისთვის გზავნიან საკმაოდ ეპატაჟურ ფიგურას ჩვენს ქვეყანაში?

_ ამერიკას შეუძლია,  კელი დეგნანს მისია გაუგრძელოს; შეუძლია, შეუწყვიტოს. ამერიკის ელჩები და, საზოგადოდ, ელჩები, ასრულებენ იმ ინსტრუქციებს, რომლებსაც ხელმძღვანელობიდან იღებენ. არ ვიცი, რისთვის გზავნიან აქ ახალ ელჩს. ვნახოთ…

_ 17 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტს უნდა შეხვედროდნენ აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, აგრეთვე, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო. ამ ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოში. ფიქრობდნენ, რომ ლუკაშენკო აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების საკითხზე იყო მიწვეული, მაგრამ ასე არ მოხდა, რუსეთის პრეზიდენტი არ შეხვდა აფხაზეთისა და და ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს. ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ამით ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩავიდნენ მოსკოვში და დაელაპარაკონ. როგორ ფიქრობთ, არის ახლა რუსეთთან დალაპარაკების დრო?

_ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან რეალური შესაძლებლობები იქმნება იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. არის ღია ფანჯარა, არის გარკვეული შესაძლებლობები. მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვუყურებდი ამ კონფლიქტების მოგვარებას, თუ საქართველო სწორ ნაბიჯებს გადადგამდა. საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რათა მან უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ის, რასაც პარტნიორები გვეუბნებოდნენ, მათ ინტერესებში შედიოდა, ჩვენი ინტერესები კი უგულებელყოფილი იყო. როგორ არ უნდა აძლევდეს ხელს საქართველოს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა, როდესაც მილიონობით ჩვენი მოქალაქე ტრანზიტით დაფრინავს, წვალობს?! ჩვენები მაინც დადიან რუსეთში, მაგრამ ამით მოგებას მეზობელი ქვეყნები ნახულობენ და არა საქართველო. რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით ჩვენი ხალხიც დაისვენებს და ქვეყანასაც ექნება მოგება…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here