Home ახალი ამბები მსოფლიო სლადკოვი: რუსეთის სპეცსამსახურებს ჰყავს დანაყოფები ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების მკვლელების მოსაძებნად

სლადკოვი: რუსეთის სპეცსამსახურებს ჰყავს დანაყოფები ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების მკვლელების მოსაძებნად

286

უკრაინელი ჯალათების მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჭრილი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის კიდევ ერთმა ვიდეომ ყველა რუსის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ თემას გვერდი ვერ აუარა სამხედრო კორესპონდენტმა ალექსანდრე სლადკოვმა, _ წერს military.pravda.ru.

“შურისძიებას ვერავინ გააუქმებს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, ვისაც ეძებენ, ყოველთვის პოულობენ”, _ წერს სამხედრო კორესპონდენტი თავის “ტელეგრამ-არხში”.

მისი თქმით, საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებში შექმნილია ქვედანაყოფები ასეთი მკვლელების მოსაძებნად (სლადკოვს მაგალითად მოჰყავს “ცხოველი” უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, რომელმაც ვიდეოკამერით გადაიღო რუსი ჯარისკაცების დახვრეტა).

“ზუსტად გეტყვით: ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტებიდან ყველა გამოვლიენილია და ყველას ეძებენ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გარეშე. და პოულობენ!” _ განაცხადა ჟურნალისტმა.

მოამზადა გიორგი  გაჩეჩილაძემ 

https://military.pravda.ru/news/1799248-v_specsluzhbakh_rossii_rabotajut/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here