Home ახალი ამბები მშობლის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო

მშობლის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო

837

სვანეთში მამის მიერ შვილების შინაპატიმრობაში გამოკეტვის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სვანეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ – დავიწყეთ გამოძიება იძულების მუხლით, მაგრამ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის სწორი გამოსავალი, ვინაიდან საკითხი კომპლექსურია, სენსიტიურია, არასრულწლოვნები არიან ჩართულები ამ პროცესებში და მიგვაჩნია, რომ სოციალური სამსახურების როლი ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ახალი დეპარტამენტის ფარგლებში, მზად ვართ ყველა მხარეს მოვუსმინოთ, ვინც დაინტერესებულია ამ საქმით და ერთად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here