Home ახალი ამბები მსოფლიო სიმართლე გამომზეურდა: აშშ-ში დაადასტურეს, რომ, რუსეთი კი არა, ბრიტანეთის სპეცსამსახურები ერეოდნენ აშშ-ის...

სიმართლე გამომზეურდა: აშშ-ში დაადასტურეს, რომ, რუსეთი კი არა, ბრიტანეთის სპეცსამსახურები ერეოდნენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

2444
სიმართლე გამომზეურდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი სკანდალი მწიფდება. ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდნენ სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ბარაკ ობამა და ბრიტანული სპეცსამსახურიმი-6”, და არა რუსეთი, როგორც ამას მანამდე ამტკიცებდნენ აშშში.

აშშ-ში ბაზირებული შილერის ინსტიტუტისა და გერმანული პარტია “მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის _ სოლიდარობა” დამფუძნებელმა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად 8-ჯერ წარდგენილი ლინდონ ლარუშის მეუღლემ სენსაციური განცხადება გააკეთა. ჰელგა ზეპ-ლარუშმა საინფორმაციო სააგენტო USA Really-სთვის მიცემულ ინტერვიუში “საინფორმაციო ბომბი” ააფეთქა. მან განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდნენ ამერიკის ყოფილი ლიდერი ბარაკ ობამა და ბრიტანული სპაცსამსახურის _ “მი-6”-ის წარმომადგენლები. შილერის ინსტიტუტის დამფუძნებელმა ეს ახსნა იმით, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპმა არაერთხელ ილაპარაკა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სურვილზე. ეს კი ბევრს არ აძლევდა ხელს.

ჰელგა ზეპ-ლარუშმა მიუთითა იმაზე, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბრიტანელები თავიანთი ქვეყნისთვის საფრთხეს ხედავდნენ.

ასეთ შემთხვევაში ისინი, უბრალოდ, დაკარგავდნენ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. ჰელგა ზეპ-ლარუშმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სახელდობრ ამ მიზეზით შეითითხნა სკრიპალების, აგრეთვე, სირიაში ქიმიური იარაღის თითქოს გამოყენების საქმეები. მან მიუთითა იმაზე, რომ სიმართლე თანდათან ჟონავს გარეთ და უზარმაზარი პოლიტიკური მანქანა ნელა, მაგრამ მაინც გეზს იღებს მართლმსაჯულებისკენ.

რესპონდენტმა სააგენტოს, აგრეთვე, უამბო, რომ სასამართლოებში უკვე მიმდინარეობს დახურული მოსმენები, სადაც დაჰკითხვენ ბევრ ადამიანს, მათ შორის რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩსა და “მი-6”-ის წარმომადგენელს, რომელიც საიდუმლოდ აგროვებდა მონაცემებს დონალდ ტრამპზე. ზეპ-ლარუში დარწმუნებულია, რომ, თუ დამტკიცდება, რომ ამ ისტორიაში ოფიციალური ლონდონის ხელი ურევია, ეს იქნება ყველაზე დიდი სკანდალი აშშ-ის ისტორიაში.

“ლაპარაკია დაგეგმილ გადატრიალებაზე. და ყველა, ვინც მოქმედებდა ამ მიმართულებით, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს”, _ განაცხადა ჰელგა ზეპ-ლარუშმა.

ამასთანავე, სპეციალისტმა მიუთითა იმაზეც, რომ სპეცპროკურორ რობერტ მიულერსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსშეფ ჯეიმს კომის თავიანთი მოწოდებებით, რუსეთის თითქოს “ჩარევით” აშშ-ის არჩევნებში, საზოგადოების ყურადღება სულ სხვა მხარეს გადააქვთ. ზეპ-ლარუშის აზრით, მიულერის გუნდის ამოცანა არის ის, რომ ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი პრობლემები უკანა პლანზე გადასწიოს.

სააგენტო USA Really-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰელგა ზეპ-ლარუშსს ხელთ აქვს მასალები, რომლებიც ადასტურებს მის ნათქვამს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here