Home ახალი ამბები მსოფლიო სი ძინპინმა მხარი დაუჭირა აფრიკის ინიციატივას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად

სი ძინპინმა მხარი დაუჭირა აფრიკის ინიციატივას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად

89
სი ძინპინმა მხარი დაუჭირა აფრიკის ინიციატივას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან სირილ რამაფოსასთან სატელეფონო საუბრისას გამოხატა მხარდაჭერა აფრიკის ინიციატივის მიმართ, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ იტყობინება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა მოიწონა სამშვიდობო დელეგაციის ფორმირება, რომელიც აფრიკის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისგან და ლიდერებისგან შედგება, და რომლებიც გეგმავენ რუსეთსა და უკრაინაში ჩასვლას. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მშვიდობისმოყვარე და სამართლიანი ქვეყნები შეძლებენ დაარწმუნონ მხარეები მშვიდობის აუცილებლობაში და ხელი შეუწყონ მოლაპარაკებებს.

„კარგია, რომ ბატონმა პრეზიდენტმა და აფრიკის შესაბამისი ქვეყნების ლიდერებმა შექმნეს მშვიდობიანი დელეგაცია, რათა ეწვიონ რუსეთსა და უკრაინას“, – განაცხადა ჩინეთის ხელმძღვანელმა.

ჩინეთის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ არსებობს კონფლიქტის მოგვარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის შესაძლებლობა.

მანამდე აფრიკაში მათ შესთავაზეს თემები უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად. ზელენსკი მიესალმა აფრიკის ქვეყნების ინიციატივას, ჩასულიყვნენ უკრაინაში მათი “სამშვიდობო გეგმის” განსახილველად.

უკრაინაში ომი უკვე 472-ე დღეა, რაც მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here