Home ახალი ამბები მსოფლიო შეერთებულმა შტატებმა შეარჩია 60 მებრძოლი რუსეთსა და დსთ-ში ტერორისტული თავდასხმებისთვის, – აცხადებს...

შეერთებულმა შტატებმა შეარჩია 60 მებრძოლი რუსეთსა და დსთ-ში ტერორისტული თავდასხმებისთვის, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური იუწყება შეერთებული შტატების მიერ ჯიჰადისტი მებრძოლების რეკრუტირებისა და წვრთნის შესახებ რუსეთსა და დსთ-ში ტერორისტული თავდასხმებისთვის

150
შეერთებულმა შტატებმა შეარჩია 60 მებრძოლი რუსეთსა და დსთ-ში ტერორისტული თავდასხმებისთვის

მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა სირიაში 60 მებრძოლი დაიქირავეს, რომელთა გაგზავნა იგეგმება რუსეთსა და დსთ-სხვა ქვეყნებში ტერაქტების განსახორციელებლად, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა.

“რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურში სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი სამხედროები აქტიურად ახორციელებენ მებრძოლების რეკრუტირებას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ჯიჰადისტური დაჯგეფებებიდან რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მებრძოლების სათანამშრომლოდ მოზიდვას შუა აზიის ქვეყნებიდან და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან.

ტერორისტები, რომლებსაც უკვე აქვთ ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება, ახლა სწრაფ მომზადებას გადიან At-Tanf-ის ამერიკულ ბაზაზე, სირიაში.

“იქ მათ ასწავლიან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებასა და გამოყენებას, ასევე დივერსიული მოქმედებების ჩატარების მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კარგად დაცულ ობიექტებზე, მათ შორის უცხოურ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების დაგეგმვას”, – აცხადებენ უწყებაში.

ახლო მომავალში, შეერთებული შტატები გეგმავს მათ გაგზავნას რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში მცირე ჯგუფების სახით. ამის შემდეგ, „ბოევიკებმა“ უნდა განახორციელონ ტერორისტული თავდასხმები დიპლომატების, საჯარო მოხელეების, სამართალდამცავების და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

ამავდროულად, აშშ-ის სამხედროების გეგმის მიხედვით, ისინი მოაწყობენ თავდასხმებს ისეთ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან ერთად, როგორიცაა „ჰეზბ უტ ტაჰრირი“, „ჯამაათ ანსარულა“ და „უზბეკეთის ისლამური მოძრაობა“.

“ჩვენ ვხედავთ აშშ-ის ძალოვან სტრუქტურებში ყოველგვარი მორალური პრინციპის საბოლოოდ დაკარგვას. შეპყრობილნი არიან რა რუსეთის “სისხლისგან დაცლის” გიჟური იდეით, ვაშინგტონის სტრატეგები დასაშვებად მიიჩნევენ ტერორისტების უშუალო გამოყენებას მათი ბინძური მიზნებისთვის”, – აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედებებით შეერთებული შტატები უდიდესი საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების გვერდით დგება.

https://ria.ru/20230213/boeviki-1851610548.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here