ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა და სიძულვილით დაატყდა თავს რუსეთ-თურქეთ-კატარის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 1 მლნ ტონა მარცვლეულის მიწოდებას აფრიკის ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის. უღარიბესი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ამ საჩუქარს მან რუსეთის ცინიზმი უწოდა, – წერს ტელეგრამ-არხი „Логика Маркова“.
შარლ მიშელმა ეს იმით გაამართლა, რომ ადრე უკრაინიდან 30 მლნ ტონა მარცვლეული იყიდებოდა ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, ახლა კი ეს რუსეთმა დაბლოკა.
დასკვნები:
1. შარლ მიშელი ცრუობს. ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინული მარცვლეული, უწინარესად, ხორბალი არის არა იმისთვის, რომ აფრიკაში პური იაფი იყოს, არამედ ეს არის საფურაჟე მარცვლეული ევროკავშირის ქვეყნებში პირუტყვის გამოსაკვებად, რათა ევროკავშირში ხორცი იაფი ღირდეს.
2. თუ ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი რაღაცას ძალიან ლანძღავს, ნიშნავს, რომ ეს ძალიან კარგი პროექტია რუსეთისა და მსოფლიოსთვის.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@logikamarkova/8158