Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში...

შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში დაინახავთ ოპოზიციის და „ენჯეოების“ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება

112

ამ საკითხთან დაკავშირებით [ლგბტ პროპაგანდა] ოპოზიციური პარტიები უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს – ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და დონორს შორის. ელოდებიან მითითებებს და როდესაც ექნებათ, ნახავთ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა. ექნებათ ერთნაირი არგუმენტები, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები „საჭიროებებთან დაკავშირებით იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ, ფაქტია, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვთ“.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა გამოვთქვით და პარტიებს მოვუწოდეთ, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ვნახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს. საბოლოოდ, ამ შემთხვევაში პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დადგომას. ვნახეთ, რაც იყო ამის მიზეზი. ესეც გამოვლინდა შემდეგ ერთ-ერთი “ენჯეოს“ კორესპონდენციიდან, რომ როგორც ჩანს, ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და დონორს შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს. როგორც კი ექნებათ მითითებები, რა სახით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისე მოიქცევიან. ნახავთ თქვენ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა და როგორ სინქრონში ექნებათ ერთნაირი არგუმენტები. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. რამდენიმე დღეში დაინახავთ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება. რაც შეეხება შინაარსს, იხილავს ყველა მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა დარეგისტრირდება. საჭიროებებთან დაკავშირებით იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ, რომ ფაქტია, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვთ. არაერთხელ მოვიყვანე მაგალითად, რომ იმ დონეზე არის ეს ყველაფერი მისული, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია თამამი განცხადებების გაკეთება, ხაზგასმა ქალი ქალია თუ კაცი კაცია. ამის თქმა რომ უწევს, ვხვდები რა დონეზეა მისული დისკუსია. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ აქამდე არ მივიდეთ. იმიტომ, რომ მერე იქიდან წამოსვლა რთულია. ვხედავთ, როდესაც რა მდგომარეობაა ქვეყანაში, შესაბამისად, ეს ინიციატივა გაგრძელდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here