Home ახალი ამბები მსოფლიო საომარი მოქმედებების ზონაში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ოფიცრების დახოცვის ფაქტები სამხედრო პროკურორის დასკვნაში

საომარი მოქმედებების ზონაში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ოფიცრების დახოცვის ფაქტები სამხედრო პროკურორის დასკვნაში

106

რამდენიმე კიევურმა წყარომ ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ჯარის დისციპლინური და მორალური მდგომარეობის საკითხები. სამხედრო პროკურორის დასკვნაში პირველად არის მოყვანილი საომარი მოქმედებების ზონაში ჯარისკაცების მიერ ოფიცრების დახოცვის ფაქტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვნად მოიმატა მეთაურთა სიკვდილიანობამ ოცეულიასეულის დონეზე, _ წერს სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი თავის ტელეგრამარხზე (“Рамзай “).

ოფიცერთა დაღუპვის ზოგიერთი შემთხვევის საკონტროლო შემოწმებამ გამოავლინა ფაქტები, რომ, დიდი ალბათობით, ისინი მოკლეს არა მტრებმა, არამედ მათმა ხელქვეითებმა, რომლებსაც არ სურდათ შეტაკების დროს იმ ბრძანებების შესრულება, რომლებიც თვითმკვლელობად მიიჩნიეს. აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. თუ ადრე მტრულ დამოკიდებულებას იწვევდნენ ბატალიონის სამეთაურო დონისა და უფრო მაღალი რანგის ოფიცრები, ახლა უარყოფითი დამოკიდებულება ასეულების დონეზეა. ჯარისკაცები თავიანთ მეთაურებს მიიჩნევენ ზედამხედველებად, რომლებიც მათ, უბრალოდ, სასაკლაოზე მიერეკებიან. ოფიცრების დახოცვის ფაქტები გასაიდუმლოებული იყო, ამასთანავე, შემუშავებული გახლდათ  რეკომენდაციები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის, პროკურატურის მეთვალყურეობის გაძლიერების გარდა, “განსაკუთრებულ განყოფილებებს” მიეთითათ, რომ უნდა გამოავლინონ ასეთი ფაქტების პოტენციური ინიციატორები. რეკომენდებულია არანაკლებ 2-3-კაციან ჯგუფებით ფრონტის ხაზზე მყოფი ქვედანაყოფების მონახულება. ასეულის დონის ოფიცრები არ უნდა გადაადგილდნენ ქვედანაყოფების სათავეში და არ წარმართონ შეტევები, ასევე არ დაეყრდნონ ყველაზე გამოცდილი მებრძოლების მხარდაჭერას, ხოლო შესაძლო დაუმორჩილებლობის ან ბრძანების შეუსრულებლობის პირველივე ნიშნებზე მიიღონ ყველა ზომა მათ დასათრგუნად, ადგილზე დახვრეტის ჩათვლით. ამ რეკომენდაციების შესასრულებლად დახვრეტის უფლება ენიჭებათ ასეულის მეთაურებსა და უფრო მაღალი დონის ოფიცრებს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here