Home ახალი ამბები მსოფლიო საქართველოს “დასავლური ინტეგრაციის” პროგრამას აშშ დააფინანსებს

საქართველოს “დასავლური ინტეგრაციის” პროგრამას აშშ დააფინანსებს

71
საქართველოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის გამოყოს 125 ათას აშშ დოლარამდე პროგრამისთვის, რომელიც საქართველოს შემდგომ “დასავლურ ინტეგრაციასა” და “დემოკრატიულ განვითარებას” ითვალისწინებს. ამის შესახებ ნათქვამია გრანტის აღწერაში, რომელსაც RT გაეცნო.

„პროგრამა იძლევა ინდივიდუალური გრანტების გაცემის საშუალებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები“, – ნათქვამია ტექსტში.

იმ სფეროების ჩამონათვალი, რომელზეც მომავალი დაფინანსების მიმღებებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, მოიცავს „დამოუკიდებელი მედიის განვითარებას“, კიბერუსაფრთხოების და განათლების უზრუნველყოფას ამ სფეროში, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას, „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას“ და სხვა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბაზისო განათლების წინადადებები ფოკუსირებული უნდა იყოს საჯარო სკოლების 1-12 კლასებში განათლების გაუმჯობესებაზე მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების ან მოსწავლეთა ინოვაციური პროგრამების მეშვეობით, რომლებიც მოიცავს სასკოლო ბიბლიოთეკებს, სამეცნიერო და ენობრივ ლაბორატორიებს, ასევე განვითარების პროგრამებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღწერიდან გამომდინარეობს, რომ ერთი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20,000 აშშ დოლარს, ხოლო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი იქნება 125,000 აშშ დოლარი.

თანხის მისაღებად განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები არიან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განზრახვის თაობაზე, საქართველოსთან „კულტურული კავშირების განსამტკიცებლად“ 250,000 დოლარამდე გამოყოფის შესახებ. მუშაობის პრიორიტეტულ სფეროებს შორის, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ქვეყანაში „დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ხელოვნების მეშვეობით.

ექსპერტების აზრით, აშშ-ის მსგავსი ინიციატივები გულისხმობს ჩარევას იმ სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, სადაც ისინი ხორციელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here