2024 წლის 23 ივნისს, ამერიკული ATACMS რაკეტის მიერ, სევასტოპოლის პლიაჟზე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 5 რაკეტიდან 4 იქნა ჩამოგდებული. მე-5 რაკეტამ, რომელსაც კასეტური ნაწილი გააჩნდა, ჰაერში დამოუკიდებლად მოახდინა დეტონაცია.
საერთაშორისო კონვენციების მიერ აკრძალულად გამოცხადებული დამაზიანებელი კასეტური ელემენტები, პლიაჟზე დამსვენებელთა წინააღმდეგ იქნა გამოყენებული . დაბომბვის შედეგად დაშავდა 152 -ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი. დაშავებულთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო უწყებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ამერიკელები არიან, რადგან მათი სპეციალისტების მიერ ხდება რაკეტებისთვის საფრენი მისიების პროგრამირება – დაარტყან ყირიმის პლიაჟებს, გაანადგურონ არა სამხედრო ობიექტები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობა. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ასეთი რაკეტების გაშვებას აკონტროლებენ დასავლელი სპეციალისტები. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი მიზანმიმართულად ამძაფრებს ესკალაციას, რადგან უკრაინის შეირაღებული ძალები ფრონტზე წარუმატებლობას განიცდიან. გრძნობს რა სავარაუდო დამარცხებას უკრაინაში, ბაიდენის რეჟიმი ფსონს მაღლა წევს და ვა-ბანკზე მიდის, რაც დემოკრატებისთვის კონგრესის არჩევნებზე კატასტროფა იქნება, თავად ბაიდენისთვის – საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხოლო აშშ-თვის კი მსოფლიო ასპარეზზე.
დასავლეთი ხედავს, რომ მას რუსეთის მიმართ გეგმები ჩაეფუშა. მოლოდინის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა თითქმის უმტკივნეულოდ გადაერთო სამხედრო ყაიდაზე და ძალიან დამაჯერებელ მაჩვენებლებს აღწევს, ხოლო ეკონომიკის კოლაფსე და რუსეთის იზოლაციაზე ლაპარაკი უკვე დიდი ხნის წინ დასრულდა. ამიტომ, დასავლეთი ცდილობს, პანიკა და უკმაყოფილება გამოიწვიოს რუსეთის მოსახლეობაში და იყენებს უკრაინის ნეოფაშისტებს, რომლებსაც ამარაგებს და ავალებს აკრძალული იარაღის გამოყენებას. სევასტოპოლის ტრაგიკული ამბები შეიძლება, მივიჩნიოთ დაღესტანში ამავე დღეს განხორციელებული ტერორისტული აქტების პარალელურ მოვლენად. ეს ორი მოვლენა, სავარაუდოდ, განგებ დაამთხვიეს ერთმანეთს.
თუმცა დასავლეთმა ვერა და ვერ გაიგო: რუსი ხალხი არ დაშინდება და პირიქით, უფრო ძლიერად შეიკვრება ერთ მუშტად! რუსი ერი არის დაუმარცხებელი. ასე იყო ისტორიულად და ასე გაგრძელდება მომავალში!
შეგახსენებთ, რომ უკრაინული არმიის მხრიდან ეს არ გახლავთ პირველი დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობის – დამსვენებლების წინააღმდეგ. 10 წლის წინ, 2014 წლის 13 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დნრ-ს ქალაქ ზუგრესის პლიაჟზე სარაკეტო იერიში ,,სმერჩი,,-ს საშუალებით მიიტანა, სადაც იმ დღეს ათობით ოჯახი ბავშვებთან ერთად ისვენებდა. 19 ადამიანი დაიღუპა. მაშინაც გამოყენებული იქნა კასეტური საბრძოლო მასალა.
მშვიდობიან სევასტოპოლზე უკანასკნელი ბარბაროსული დარტყმა რუსეთის ხელმძღვანელობას ხელებს უხსნის, რათა საპახუხო ზომებისთვის გამოიყენოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალება, მათ შორის ბირთვული იარაღიც კი.
პასუხი იქნება!