Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანული მედია: რუსული რუბლი ინვესტიციებისთვის საინტერესოა

გერმანული მედია: რუსული რუბლი ინვესტიციებისთვის საინტერესოა

469

რუსეთში გაუმჯობესდა ფინანსური ვითარება, რუბლი კი სტაბილურია, პოლიტიკური სიახლეების მიუხედავად. ასეთ დასკვნამდე მივიდა ავტორი სტატიისა სათაურით “სანქციებისა და ნავთობის ფასებით გამოწვეული შოკის შემდეგ: აი რატომ ბრუნდება რუბლი”. სტატია გამოაქვეყნა გერმანულმა გამოცემა “ფოკუსმა”. 

როგორც გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, რუბლმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებითა და ნავთობზე ფასების შემცირებით გამოწვეული დაცემის შემდეგ შეძლო მნიშვნელოვნად გამყარება დოლარისა და ევროს მიმართ და ერთ-ერთ ძლიერ ვალუტად გადაქცევა 2019 წელს.

“ევროპასა და აშშ-ში შემოსავლების შემცირება სულ უფრო მეტ ინვესტორს აიძულებს, მიმართოს რუბლს და, როგორც გაირკვა, მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია”, _ წერს სტატიის ავტორი. სტატიაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ, საერთაშორისო ინვესტორების თვალსაზრისით, რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციები საიმედო საინვესტიციო ინსტრუმენტებია.

ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fიტცჰ-მა რუსეთს ისეთივე საინვესტიციო რეიტინგი მიანიჭა, როგორიც ჩინეთსა და ინდოეთს _ BBB.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here