Home ახალი ამბები მსოფლიო რუსმა სამხედროებმა უკრაინელთა შეტევის განახლების მცდელობა აღკვეთეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინელთა შეტევის განახლების მცდელობა აღკვეთეს

105

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვლადიმერ ზელენსკის რეჟიმის მცდელობა, განეახლებინა შეტევა ნიკოლაევის, კრივოი როგისა და სხვა მიმართულებებით, ჩაიფუშა, _ წერს სააგენტორია ნოვოსტი”.

“დასახლებულ პუნქტებზე _ არხანგელსკოეზე, ოლგინოსა და ტერნოვიე პოდიზე – წარუმატებელი შეტევებისას მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგები განიცადა და უკუგდებულ იქნა რუსული სამხედრო ქვედანაყოფების მიერ”, – განაცხადეს რუსეთის  თავდაცვის უწყებაში.

ბოლო ორი დღის მონაცემები უკრაინელთა დანაკარგების შესახებ ასეთია:

* 1700-ზე მეტი სამხედრო;

* 2 Cy-25;

* Cy-24;

* МиГ-29;

* სამი ვერტმფრენი Ми-8;

* 63 ტანკი;

* 59 ქვეითთა საბრძოლო მანქანა;

* 48 დაჯავშნილი მანქანა;

* 14 პიკაპი მახვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით.

უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფების დებლოკირებისთვის მდინარე ინგულეცზე გადაიყვანეს 12 ტანკი, რომლებიც კიევის რეჟიმს პოლონეთმა გადასცა.

რუსეთის ჯარების მიერ გახსნილი მძლავრი ცეცხლის შედეგად აღნიშნული ტანკების ნაწილი განადგურდა, რამდენიმე კი უწესრიგოდ უკანდახევისას თვითონ უკრაინელების მიერ დანაღმულ ველზე აფეთქდა. მხოლოდ 5-მა ტანკმა შეძლო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიამდე მიღწევა.

24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში ახორციელებს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სამხედრო სპეცოპერაციას, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა უწოდა “დაცვა იმ ადამიანებისა, რომლებიც კიევის რეჟიმის მხრიდან 8 წლის განმავლობაში განიცდიდნენ დამცირებასა და გენოციდს”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაციის საბოლოო მიზანი დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტია იქნება.

სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეს ოლქის აზოვისპირა ნაწილზე, დაიკავეს დიდი ქალაქები: ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი. შედეგად უკრაინა მოწყვეტილი აღმოჩნდა აზოვის ზღვისგან. ორივე რეგიონში შეიქმნა ახალი ადმინისტრაციები, მაუწყებლობა დაიწყეს რუსულმა ტელეარხებმა და რადიოსადგურებმა. აღდგა სავაჭრო კავშირები ყირიმთან. რეგონებმა განაცხადეს რუსეთთან შეერთების გეგმის შესახებ. ამასთანავე, 8 წლის შემდეგ განბლოკილია ჩრდილოეთ ყირიმის არხი და წყალი კვლავ მიეწოდება ნახევარკუნძულს.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220831/ukraina-1813395503.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here