Home ახალი ამბები მსოფლიო რუსმა სამხედროებმა განადგურებული “ლეოპარდების” ამსახველი ახალი კადრები გაასაჯაროეს

რუსმა სამხედროებმა განადგურებული “ლეოპარდების” ამსახველი ახალი კადრები გაასაჯაროეს

765
რუსმა სამხედროებმა განადგურებული

უკრაინის არმია აგრძელებს ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსეთის პოზიციებზე თავდასხმის მცდელობებს. მაგრამ ეს იწვევს მხოლოდ პირადი შემადგენლობის და ჯავშანტექნიკის მზარდ დანაკარგებს.

ობიექტური მონიტორინგის საშუალებებით მოპოვებულ ახალ კადრებზე ჩანს განადგურებული და უკრაინელი მებრძოლების მიერ მიტოვებული ტექნიკის გროვა.

როგორც ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, მხოლოდ შეტაკების ხაზის ერთ წერტილში რუსეთის არმიამ გაანადგურა 4 ქვეითი საბრძოლო მანქანა M2A2 Bradley ODS-SA და ერთი Leopard 2A6 ტანკი.

რუსმა სამხედროებმა განადგურებული "ლეოპარდების" ამსახველი ახალი კადრები გაასაჯაროეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ყოველდღიურ ანგარიშში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე მექანიზებული ბრიგადის ტექნიკის განლაგების ადგილზე. ეს ბრიგადა ითვლება ელიტარულად და აღჭურვილია ექსკლუზიურად დასავლური ტექნიკით, ხოლო ეკიპაჟებმა მომზადება გაიარეს ნატო-ს საწვრთნელ ბაზებზე ევროპაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს მიმართულებით გაანადგურა 35 ტანკი, 11 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 19 ჯავშანტექნიკა და ერთი ფრანგული თვითმავალი არტილერია CAESAR. ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ტექნიკის ერთ-ერთი კოლონის განადგურების ამსახველი ვიდეოკადრები.

გამოქვეყნებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონტრშეტევის დროს დასავლურ ტექნიკაზე დამყარებული კიევის იმედები არ გამართლდა. აღსანიშნავია, რომ ფრონტის ხაზზე გამოჩენილმა ვერც ერთმა გერმანულმა ტანკმა ვერ მოახერხა გასროლა რუსეთის ჯარების პოზიციების მიმართულებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here