„რუსეთში მობილიზაციას გამოქცეულები უკვე ეძებენ სამუშაოს სამშენებლო ობიექტებზე,“ – ამის შესახებ კომპანია „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რუსეთიდან შემოსული “ტურისტების” ორი ნაკადი იყო.
1. მარტში – სანქციებს ვინც გამოექცა, 90% “აიტიშნიკი” იყო. რომელთაც დასავლელმა დამკვეთებმა შეუწყვიტეს კონტრაქტები და დაფინანსება, როგორც რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციებს. მათ აქ დააფუძნეს ფირმები და გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა.
2. მობილიზაციას გამოქცეული ნაკადი. 90% არიან ე.წ. 1 კატეგორიის რეზერვი, ჯარგამოვლილი, ქვედა რგოლის სამხედრო სპეციალისტები, – ესენი როგორც წესი პროფესიულ – ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებულები არიან. (“მალიარები”, “ელექტრიკები”, “სვარშიკები”, “კაფელშიკები”…) უკვე ეძებენ სამუშაოს სამშენებლო ობიექტებზე. არ არეგისტრირებენ ფირმებს. სამწუხაროდ, ჩაანაცვლებენ საქართველოდან წასულ მუშახელს,“- წერს როსტომაშვილი.