Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის თავდაცვის  მინისტრმა უკრაინაში 170 უცხოელი დაქირავებულის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

რუსეთის თავდაცვის  მინისტრმა უკრაინაში 170 უცხოელი დაქირავებულის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

134

კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, გააჭიანუროს კონფლიქტი უკრაინაში და ამიტომ განაგრძობს კიევის რეჟიმის მასშტაბურ დახმარებას იარაღით, ამასთანავე, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი ხვდება შავ ბაზარსა და ახლო აღმოსავლეთში, _ განაცხადა რფ-ის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში ბოლო 10 დღეში უკრაინაში 170 უცხოელი დაქირავებულია ლიკვიდირებული. რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა მაღალი სიზუსტის იარაღით გაანადგურეს უცხოელი დაქირავებულების დისლოკაციის პუნქტი ნიკოლაევის ოლქში, ხარკოვში კი _ 150 უკრაინელი მებრძოლი და 12 ერთეული ჯავშნიანი ტექნიკა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 231 თვითმფრინავი, 134 ვერტმფრენი, 1451 უპილოტო საფრენი აპარატი, 353 საზენიტო-სარაკეტრო კომპლექსი, 3910 ტანკი და ჯავშნიანი მანქანა, 716 ზალპური ცეცხლის სისტემა, 3091 საარტილერიო დანადგარი და ნაღმმტყორცნი, 4016 სპეციალური საავტომობილო ტექნიკა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here