კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, გააჭიანუროს კონფლიქტი უკრაინაში და ამიტომ განაგრძობს კიევის რეჟიმის მასშტაბურ დახმარებას იარაღით, ამასთანავე, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი ხვდება შავ ბაზარსა და ახლო აღმოსავლეთში, _ განაცხადა რფ-ის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში ბოლო 10 დღეში უკრაინაში 170 უცხოელი დაქირავებულია ლიკვიდირებული. რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა მაღალი სიზუსტის იარაღით გაანადგურეს უცხოელი დაქირავებულების დისლოკაციის პუნქტი ნიკოლაევის ოლქში, ხარკოვში კი _ 150 უკრაინელი მებრძოლი და 12 ერთეული ჯავშნიანი ტექნიკა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 231 თვითმფრინავი, 134 ვერტმფრენი, 1451 უპილოტო საფრენი აპარატი, 353 საზენიტო-სარაკეტრო კომპლექსი, 3910 ტანკი და ჯავშნიანი მანქანა, 716 ზალპური ცეცხლის სისტემა, 3091 საარტილერიო დანადგარი და ნაღმმტყორცნი, 4016 სპეციალური საავტომობილო ტექნიკა.
გიორგი გაჩეჩილაძე