Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა

ლავროვი: რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

308
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა

რუსეთი გეგმავს უვიზო რეჟიმის შემოღებას 11 ქვეყანასთან და ვიზების გაცემის გამარტივებულ პროცედურას კიდევ ექვსთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში მთავრობის საათზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე დაგეგმილია 11 ქვეყანასთან სრულიად უვიზო მიმოსვლის გაფორმება, კიდევ ექვსთან, მათ შორის ინდონეზიასთან და ინდოეთთან, იქნება ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურა, – იუწყება TASS.

ლავროვმა ასევე დასძინა, რომ მიმდინარეობს 70 ქვეყანაში ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნა, გარდა არამეგობრული ქვეყნებისა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ, მთავრობას დაავალა მოემზადებინა წინადადებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, ნაცვალგების პრინციპის დაცვის გარეშე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here