Home ახალი ამბები საქართველო “როდესაც 5000 ლარამდე ხელფასიან თანამშრომელზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ოჯახით, ეს ძალიან...

“როდესაც 5000 ლარამდე ხელფასიან თანამშრომელზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ოჯახით, ეს ძალიან ცუდია”

221

“როდესაც მისი საშუალო ხელფასი 2500-დან 4000-5000 ლარამდე მერყეობს და მაინც გადაწყვეტს, რომ ქვეყანა დატოვოს, ვფიქრობ, ის არ არის მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული. აქ ალბათ, უფრო მასშტაბური პრობლემაა, ის ვერ ხედავს პერსპექტივას და იუმედოდაა აქ განწყობილი”,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ “ბისზნესპრესნიუსთან” კადრების დეფიციტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ აქამდე, სადისტრიბუციო კომპანიები შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლების გადინებას უჩიოდნენ, ახლა უკვე საშუალო რგოლიც პრობლემას წარმოადგენს.

“კიდევ უფრო კრიტიკული სიტუაციაა, ვიდრე მანამდე იყო. იმიტომ, რომ თუ აქამდე გარკვეული პრობლემები გვქონდა შედარებით დაბალ რანგზე, ვისაც პროდუქცია უნდა მიეტანა, ახლა უკვე საშუალო რანგის თანამშრომლებზეც იგივე ვითარებაა. სამწუხაროდ, მაღალია მათი გადინება ქვეყნიდან. მე ამას ვერანაირად ვერ დავუკავშირებ მხოლოდ სახელფასო პოლიტიკას, იმიტომ, რომ როდესაც მისი საშუალო ხელფასი 2500-დან 4000-5000 ლარამდე მერყეობს და მაინც გადაწყვეტს, რომ ქვეყანა დატოვოს, ვფიქრობ, ის არ არის მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული. აქ ალბათ, უფრო მასშტაბური პრობლემაა, ის ვერ ხედავს პერსპექტივას და იუმედოდაა აქ განწყობილი. მესმის, საუბარი იყოს თანამშრომელზე, რომელსაც ხელფასი აქვს 500-დან 1000 ლარამდე და ქვეყანა დატოვოს. მაგრამ, როდესაც უკვე 2000-დან 5000 ლარამდე ხელფასიან, საშუალო რანგის თანამშრომელზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ოჯახით, ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის.

ვფიქრობ, სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

რაც შეეხება გადამზადების ცენტრს, რომელიც კურსდამთავრებულების გარანტრებულ დასაქმებას გულისხმობს, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიმართვიანობა ძალიან დაბალია.

“მომართვიანობა სამწუხაროდ, წლიდან წლამდე იკლებდა და ბოლო კურსზე, რომელიც ზაფხულში ჩავატარეთ, იყო კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი. უახლოეს 2-3 კვირაში ველოდებით, რომ ახალი კურსი დავიწყოთ, ეს სახელმწიფოს მხარდაჭერით ხდება, როგორ კი მივიღებთ თანხმობას დაფინანსებაზე, გამოვაცხადებთ და გვეცოდინება, რამდენად მაღალი მოთხოვნა იქნება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კადრების გადინება ხდება, რა თქმა უნდა იმის მოლოდინი, რომ მოთხოვნა მაღალი იქნება, სამწუხაროდ, არ გვაქვს.

რაც შეეხება მიგრანტებს, მათი მხრიდან არანაირი მომართვიანობა არ გვაქვს”,- ამბობს ივა ჭყონია.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here