ნანა კაკაბაძე: ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მიტინგზე კოლონიზატორები დგანან და მათ ამის უფლებას არ უნდა აძლევდნენ

    “ესტონელმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშეო. გესმით, ეს რა სიტყვებია?! არავინ უხსნის ახალგაზრდებს, რა თქვა მიტინგზე უცხოელმა. მან ამ სიტყვებით, ფაქტობრივად, ომისკენ, “მაიდანიზაციისკენ” უბიძგა მოსახლეობას”

    253

    საქართველოში  უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემოღების აუცილებლობა ნათლად დავინახეთ იმ დღეს, როდესაც აქციაზე .. დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლები ვიხილეთ. მსგავს რამეს, რაც ჩვენთან მოხდა, მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. არავის უნახავს, რომ რამდენიმე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები სხვა ქვეყანაში ოპოზიციის მოწყობილ ანტისამთავრობო მიტინგზე დამდგარიყვნენ და არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნისა და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინოთ. მათ ქართველ ტვინგამორეცხილებს განუცხადეს: “თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე”.  და ამ სიტყვების გამო ისინი სცენიდან არავინ გაყარა. .. ოპოზიციის მიერ მოწყობილ ანტისამთავრობო მიტინგის სცენაზე საქართველოს დამპყრობლები იდგნენ და ამან არავინ აღაშფოთა

    ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

    _ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემოღება აუცილებელი იყო, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი არიან ისეთ პროცესებში, რომლებიც არ არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი და არაპოლიტიკური, რისი უფლებაც მათ არ აქვთ. ეს პოლიტიკური პროცესები არ იყო ქვეყნის სასიკეთოდ მიმართული, ისინი ნაცების საქმეს აკეთებდა. ნაცებმა იციან, რომ რევოლუციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ამიტომ 2003 წლის მსგავსი სცენარი სჭირდებოდათ. “ვარდების რევოლუციის” წინ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ნაცებს არ ჰქონდათ გამარჯვების შანსი და ამიტომ მოაწყვეს რევოლუცია. ამ სცენარის გამეორება სურთ დღესაც და ამაში ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

    2003 წელს საზოგადოება არ იცნობდა ნაცებს. ადამიანებს ეგონათ, ვითარება სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ დღეს, როდესაც სისხლიანი 9 წელიწადი გამოვლილი გვაქვს, ხელისუფლებაში ნაცების მობრუნება ჭირს, ამიტომ უფრო და უფრო გავეშებით იბრძვიან. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში დადებითი შედეგის მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ სჭირდება რევოლუცია, ამაში ნაცებს ეხმარებიან არასამთავრობოები, რისი უფლებაც მათ არ აქვთ.

    ქვეყანას აუცილებლად სჭირდება კანონი, რომელიც არასამთავრობოების შემოსავლებს გააკონტროლებს. ხელისუფლებამ ნახა, რომ არსებობს ამერიკული კანონი FARA, რომელიც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას. მსგავსი კანონები მოქმედებს ევროპაშიც, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამაც გადაწყვიტა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემოღება, რათა ფარდა აეხადოს არასამთავრობოების უკანონო შემოსავლებსა და ქმედებებს.

    გამჭვირვალობის კანონის შემოღების გამო გაგიჟდნენ არა მხოლოდ არასამთავრობოები, არამედ მათი დამფინანსებლებიც, რადგან კრიმინალს აეხდება ფარდა. კანონის მიღება ბევრ ბინძურ საქმეს გამოააშკარავებს და ამიტომ დიდძალი ფული ჩადეს არეულობის მოსაწყობად.

    ჩვენ ვხედავთ, რას სჩადიოდნენ ამ დღეებში დესტრუქციული ძალების მიერ დაფინანსებული ტელევიზიები. ასეთ ბრძოლაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებს, ამიტომაც დიდძალი ფული იხარჯება. ტელევიზიები ფაშისტი ნაცების ხელშია და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ტვინს ურეცხავენ, აჯერებენ, რომ კანონი რუსულია. არადა, მსგავსი რამ არ არსებობს. ყველამ იცის, რომ გამჭვირვალობის კანონი ყველა ქვეყანაში შინაარსობრივად ერთი და იგივეა. ნაცტელევიზიები კი ხალხს არწმუნებენ, რომ ამ კანონის მიღებით საქართველო რუსეთში ბრუნდება. მართალია, ამის მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, მაგრამ რაღაც ნაწილი ხომ დაარწმუნეს…

    _ აქციაზე დააკავეს  პიტერ აკერმანისარაძალადობრივი კონფლიქტების ცენტრისინსტრუქტორები. პიტერ აკერმანი გარდაცვალებამდე საქართველოში იმყოფებოდა და შეხვდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „ქართული ოცნებისხელისუფლებამ ამ შეხვედრასრევოლუციური გეგმებისგანხილვა უწოდა

     _ ჩვენებმა გაიარეს აკერმანის სწავლებები. პოლიტიკური მაფიაა. არასამთავრობოებმა უკანონო დაფინანსება აკერმანის წვრთნებში გამოიყენეს, ხალხს ასწავლეს, როგორ მოეწყოთ დესტაბილიზაცია, როგორ დაენგრიათ შენობები და აეყირავებინათ ხელისუფლება. აკერმანის ფონდის ექსპერტები აქტიურად მუშაობდნენ, ეს იცოდა ხელისუფლებამ და სწორედ ამის და ბევრი რამის გამო აუცილებელი შეიქნა კანონის შემოღება, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

    _ ხელისუფლებას თავს ესხმიან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედანაც. საქართველოში ჩამოვიდნენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, დეპუტატები და ოპოზიციის მიერ მოწყობილ ანტისამთავრობო მიტინგებზე დადგნენგაუძლებს ამ წნეხს ხელისუფლება?

      _ ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, უნდა გაუძლოს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ ხელისუფლების გასაძლები არ არის. ძალიან სერიოზული ინფორმირებაა საჭირო საზოგადოების, რათა გავაგებინოთ, რა ხდება ჩვენს თავს.

    სასწაულის მომსწრენი გავხდით _ ჩამოსული უცხოელი პოლიტიკოსები მიტინგებზე დგანან და ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას. რამდენი რამის მომსწრე ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს; არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, რომ ანტისამთავრობო მიტინგზე უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი გამოსულიყო. ყველაზე მთავარი მათი გამოსვლების შინაარსია _ ესტონელმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა: თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე”. გესმით, ეს რა სიტყვებია?! არავინ უხსნის ახალგაზრდებს, რა თქვა მიტინგზე უცხოელმა. მან ამ სიტყვებით ხომ, ფაქტობრივად, ომისკენ, “მაიდანიზაციისკენ” უბიძგა მოსახლეობას. უცხოელებმა ამ დღეებში თავიანთი სახე დაგვანახვეს, მათი ჩვენდამი უპატივცემლობა უკიდეგანოა, ისინი საქარველოს სუვერენულ ქვეყნად არ მიიჩნევენ და ამას ყველაფერს ხბოს აღტყინებით შესცქერის მიტინგზე მდგომი ახალგაზრდების ნაწილი.

    დამპყრობლებივით გვადგანან თავზე ე.წ. პარტნიორები და ისეთი ამბავი ატეხეს, გეგონება, რაღაც სასწაული ხდება. ვინმეს სმენია, კანონის მიღების გამო რომელიმე ქვეყანაში ასეთი აურზაური ატეხილიყო? უკრაინა დაავიწყდათ, მსოფლიო დონის სკანდალია, ყველა საქართველოზე ლაპარაკობს, ეს წარმოუდგენელია. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა დაასკვნას საღად მოაზროვნე ადამიანმა, რატომ არ სურთ გამჭვირვალობის კანონის მიღება ქვეყნის მტრებს. დასავლეთზე დიდი დამპყრობელი ძალა ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია. ვროპასა და ამერიკას რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად ვჭირდებით და ეს უნდა იცოდეს მომავალმა თაობებმა.

    ძალინ დიდი სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი ყველას ხელისუფლებასთან ერთად, რომ ახალგაზრდობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინფორმაციის არარსებობამ გაიყვანა ახალგაზრდების ნაწილი ქუჩაში და, მადლობა ღმერთს, რომ ბევრნი არ არიან. ახალგაზრდებმა არ იციან, რომ დასავლეთი გაგვიმეტებს იმისთვის, რომ უკრაინაზე უარესი დაგვემართოს. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მიტინგზე კოლონიზატორები დგანან და მათ ამის უფლებას არ უნდა აძლევნენ

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here