Home ახალი ამბები საქართველო რამაზ გაგნიძე: კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის არსებობს,  ხელისუფლებასა და საპატრიარქოში ჩაბუდებულმა ადამიანებმა...

რამაზ გაგნიძე: კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის არსებობს,  ხელისუფლებასა და საპატრიარქოში ჩაბუდებულმა ადამიანებმა კი იცრუეს

“ღარიბაშვილი, კობახიძე, ივანიშვილი და ძმანი მათნი კმაყოფილი არიან, მათ ევროკავშირისა და ამერიკის ელჩის ბრძანებები შეასრულეს, თანაც გადაჭარბებით. ეს გააკეთეს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ”

364

შობის ღამეს სადღესასწაულო წირვალოცვას თითქმის მთელი სახელისუფლო გუნდი ესწრებოდა. მეორე დღეს კი ვინმე ნატა ფერაძემ, .. სამოქალაქო აქტივისტმა, აღმოაჩინა, რომ წმინდა მატრონას ხატის ფრაგმენტებში სტალინიც ფიგურირებდა. ამ დედაკაცმა არც აცივა, არც აცხელა, წავიდა სამების ტაძარში და ხატს საღებავი შეასხა, შემდეგ კი ტაძრიდან მშვიდად გამოვიდა. მომხდარმა საზოგადოება აღაშფოთა. 13 იანვარს 10 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ გამოფხიზლდა. გაიძახიან: ფერაძის დასასჯელი კანონი არ აქვს ქვეყანას და 500-ლარიანი ჯარიმა ეკუთვნისო

რა მიზანი ამოძრავებს ხელისუფლებას, რისი ან ვისი ეშინია, რატომ ვერ ახერხებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადამიანების დასჯას?

ამ თემაზე გვესაუბრება საზოგადოების აქტიური წევრი რამაზ გაგნიძე:

_ სიცრუეა, რომ არ არსებობს კანონი, რომლითაც მართლმადიდებლობის მტერი, ვიღაც ფერაძე დაისჯებოდა. კანონი არსებობს და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 155- მუხლი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის სასჯელს ითვალისწინებს. პირი, რომელიც პირველად ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, დაისჯება ნულიდან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით; დანაშაულის მეორედ ჩადენის შემთხვევაში კი სასჯელი 1-დან 5-წლამდე გაიზრდება. ასე რომ, იცრუა ხელისუფლებამ, როდესაც განაცხადა, შესაბამისი კანონი არ არსებობსო.

ვანდალური აქტი დაარქვეს ქვეყნის მტრის, ნატა ფერაძის, ქმედებას, მაგრამ ვანდალიზმია სახელმწიფო შენობაზე ნათურის ჩამსხვრევა, სკამების დალეწვა და ა.შ. ნატა ფერაძის ქმედება კი ისჯება 155-ე მუხლით და ეს, ვანდალიზმი კი არა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. სამწუხაროდ, საპატრიარქოდანაც წამოვიდა ზუსტად ისეთივე რიტორიკა, როგორიც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ. განცხადებას, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გააკეთა, საერთო არაფერი აქვს პატრიარქთან. უწმინდესთან შეთანხმებით რომ გაეკეთებინათ განცხადება, ის აუცილებლად იტყოდა, რომ გაერკვიათ, არსებობდა თუ არა კანონი, რათა მის შესაბამისად დასჯილიყო ვინმე ფერაძე.

კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის არსებობს, მაგრამ ხელისუფლებასა და საპატრიარქოში ჩაბუდებულმა ადამიანებმა იცრუეს.

ფერაძეს არ შერჩება ხატის შეურაცხყოფა, საზოგადოება არ დათმობს ამას. ჩვენ ძველი თბილისის პოლიციაში შევიტანეთ სარჩელი, ახლა ველოდებით საქმის მსვლელობას და მერე აუცილებლად მივაკითხავთ პროკურატურასა და ყველა იმ ორგანოს, რომლებსაც ხელეწიფებათ ფერაძის დასჯა. აუცილებლად გადაკვალიფიცირდება ფერაძის სასჯელი და მას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭება. 10 ათასი ადამიანი ქუჩაში იმიტომ არ გამოსულა, რომ ფერაძეს დანაშაული შერჩეს.

_ აქციაზე მხოლოდ ერთი, რომელიმე პარტიის წევრები არ გამოსულან, იქ ქართველი საზოგადოება იდგა სარწმუნოების დასაცავად

_ დიახ, რომელიმე პარტიის გამო არ გამოსულან, საზოგადოება რელიგიის, ეკლესიის დასაცავად გამოვიდა და ეს საპატრიარქოს გადაწყვეტილებაც იყო, მრევლი მათ გამოიყვანეს. მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდოდა, მაგრამ მათ ვერავინ დააბინავებდა, უკან ვერ დააბრუნებდა და საშინელ ყინვაში მოუწევდათ ქუჩაში ღამის გათევა.

_ რამდენიმე კვირის წინათ ჩვენ მოწმენი გავხდით ახალგაზრდა კაცის დაპატიმრებისა, რომელმაც ევროკავშირზე თავისი აზრი ამ გაერთიანების დროშიც დახევით გამოხატა. Eლაშა შარუხიას 6 წელი მიუსაჯეს. აზრის გამოხატვისთვის, რომ ლგბტ საზოგადოების .. პრაიდი არ მოსწონთ, 5 ადამიანია დაპატიმრებული, თუმცა მათ არაფერი დაუშავებიათ, ხელი არაფრისთვის დაუკარებით, არ უჩხუბიათკანონი ყველასთვის გამოიძებნა, რათა ევროკავშირისგანსტატუსიმიგვეღო. ესსტატუსიუკვე გვაქვსმაგრამ ჩვენსას, ეროვნულს მაინც ვერაფერს ვიცავთ. შესაბამისი კანონი არ გავქვსო, გვეუბნება ხელისუფლებავისი ეშინია ხელისუფლებას?

_ ლაშა შარუხია და, ასე ვთქვათ, “ხუთი ივლისის სინდისის ბიჭები” პოლიტპატიმრები არიან, რადგან წვრილმანი ხულიგნობის გამო, რომელიც არ ჩაუდენიათ, სისხლის სამართლის მუხლით არიან გასამართლებულნი. ქვეყანაში კვლავ ის მოსამართლეები არიან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ. შესაბამისად, ისევე ასრულებენ დავალებებს, როგორც მიშას დროს. მათ შეთითხნილი ბრალდებით გაუშვეს ციხეში უდანაშაულო ადამიანები. შარუხიას დანაშაული კი ადმინისტრაციული იყო და ათასლარიანი ჯარიმა ეკუთვნოდა…

ღარიბაშვილი, კობახიძე, ივანიშვილი და ძმანი მათნი კმაყოფილი არიან, მათ ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების ბრძანებები შეასრულეს, თანაც გადაჭარბებით და ეს გააკეთეს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ .. სტატუსს დიდი ფული მოჰყვება, თორემ მშვენივრად იციან: ვერც ევროკავშირისა და ვერც ნატოს წევრები ვერ გავხდებით. ევროკავშირმა და ამერიკამ მათ უთხრეს: იყვირეთიწივლეთ. ჩვენ ფულს მოგცემთ, დიდ ფულს, ნახევარი თქვენი იქნება, ნახევარს ისევ ჩვენ დავიბრუნებთ, ოღონდ იყვირეთ მთელი ცხოვრებაოშარუხიების გამო ამ ფულს არ დაკარგავენ

_ არჩევნები მოდის, ასე თუ განაგრძეს, ამომრჩეველი მათ გვერდით არ დადგება

_ სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობენ. მათ ჰგონიათ, რომ ხალხი მათ გვერდით დგას. “ოცნებამ” წინა არჩევნებშიც ბევრი პროცენტი ვერ აიღო. ახლა სხვაგვარი არჩევნები ჩატარდება, ელექტრონული. ეს მეტი დაცვაა ხალხის ხმის, გაყალბება გაჭირდება…

_ ქართველი სოციალური საკითხების გასაპროტესტებლად  ქუჩაში არ გამოვა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რელიგიის დასაცავად რამდენი ადამიანი გამოვიდა. ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა

_ “ოცნების” სექტა “აპრავებს” ფერაძეს. ისინი დროშის დახევასა და ხატის შეურაცხყოფას აიგივებენ ერთმანეთთან. აღარ აზროვნებენ. აქედან გამომდინარე, “ოცნებაც” ისეთივე სექტაა, როგორიც “ნაცები”, რომლებიც გადაპორტირებულნი არიან. მათ ჰყავდათ მონათმფლობელი სააკაშვილი, ახლა ჰყავთ ბიძინა ივანიშვილი. მონები არიან და მონას მეტს ვერ მოსთხოვ, მას აზროვნების უფლება არ აქვს.

_ არჩევნების წელია, ყველა ელოდა, რომ ვითარებას ნაცები აურევდნენ, მაგრამ თვითონ ხელისუფლებამ დაიწყო არევა და ხალხის გაღიზიანება

_ დესტრუქციული ძალაა “ქართული ოცნება”, ზუსტად ისეთივე, როგორიც “ნაცმოძრაობა”. მან შეძლო კონსერვატორების დახმარებით გაეჩერებინა ნაცები, რომლებიც მაიდნის მოწყობას აპირებდნენ. ხელისუფლება ამან დაამშვიდა, “სტატუსი” მიიღეს, ფული აქვთ და ა.შ., მაგრამ მათ ვეტყვი: წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან!..

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here