Home ახალი ამბები საქართველო ქუთაისში მოცარტის მუსიკა აჟღერდება

ქუთაისში მოცარტის მუსიკა აჟღერდება

214

7 მარტს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი მსმენელებს იწვევს ვოკალური და სიმფონიური მუსიკის კონცერტზე.

 კონცერტის პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკა – უვერტიურები ოპერებიდან „გატაცება სერალიდან“, „ფიგაროს ქორწინება“, მოტეტი „Exsultate, jubilate“ სოპრანოსა და ორკესტრისთვის, კონცერტი კლარნეტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

კონცერტში მონაწილეობენ – ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, თეატრის სოლისტი ნათია მელქაძე (სოპრანო), აუგსბურგის უნივერსიტეტის ლეოპოლდ მოცარტის სახელობის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის მაგისტრანტი გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი). კონცერტს წარუძღვება თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

მოცარტის მუსიკის კონცერტი გაიმართება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here