Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა დაავალა 2030 წლამდე პერიოდის ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის მომზადება

პუტინმა დაავალა 2030 წლამდე პერიოდის ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის მომზადება

43
პუტინმა დაავალა 2030 წლამდე პერიოდის ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის მომზადება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა 2030 წლამდე პერიოდის ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება.

ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საპრეზიდენტო განკარგულებების ჩამონათვალშია ნათქვამი.

შესაბამისი მითითება მიეცა რუსეთის მთავრობას რუსეთის სახელმწიფო საბჭოს კომისიასთან ერთად “ახალგაზრდული პოლიტიკის” მიმართულებით.

ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სტრატეგია უნდა მომზადდეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დებულებებისა და 2030 წლამდე პერიოდის ეროვნული განვითარების მიზნების გათვალისწინებით.

ბრძანების შესრულების ბოლო ვადაა 2023 წლის 1 დეკემბერი.

მანამდე პუტინმა მხარი დაუჭირა სტუდენტთა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის კვლავ ჩატარების იდეას.

დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here