Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი – ვლადიმერ პუტინი სრულიად ჯანმრთელია

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი – ვლადიმერ პუტინი სრულიად ჯანმრთელია

62

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია, ან ის ავადაა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

„ბევრი ჭორი დადის პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც შეგვიძლია ვთქვათ, ის სრულიად, ზედმეტადაც კი ჯანმრთელია“, – აღნიშნა ბერნსმა.

ამასთან, ბერნსმა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვში ელჩად მსახურობდა, განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა.

„ის დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის დანიშნულებაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალა. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღები არის რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნა და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინაზე კონტროლის მოპოვების გარეშე“, – აღნიშნა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა.

www.interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here