Home ახალი ამბები მსოფლიო პრემიერ-მინისტრი მორავიეცკი: პოლონეთი მზადაა უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები გადასცეს, მაგრამ არა “ერთ-ერთმა პირველმა”

პრემიერ-მინისტრი მორავიეცკი: პოლონეთი მზადაა უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები გადასცეს, მაგრამ არა “ერთ-ერთმა პირველმა”

60
მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთი მზადაა უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები გადასცეს, მაგრამ ამას არ გააკეთებს როგორც „ერთ-ერთი პირველი“. ამის შესახებ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი იმოქმედებს ზედმიწევნით ნატო-ს ფარგლებში. ამავდროულად, მორავიეცკი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავები უნდა გადასცენ ჯერ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც მეტი აქვთ.

“პოლონეთი არ იქნება წინა პლანზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მოიერიშე თვითმფრინავები, ამიტომ შევუკვეთეთ ახალი F-35”, – ციტირებს „რია ნოვოსტი“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.

მისი თქმით, პოლონეთი არ დაუშვებს თავისი უსაფრთხოების შესუსტებას.

მანამდე მორავიეცკიმ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ პოლონეთისა და ევროპის ცხოვრების აზრი რუსეთის დამარცხებაა.

იმავდროულად, კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის შეიარაღების რბოლაში, რაც ზიანს აყენებს ნატო-ს ერთიანობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here