Home ახალი ამბები მსოფლიო Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინის გამოცდისას 6 ადამიანი დაიღუპა

Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინის გამოცდისას 6 ადამიანი დაიღუპა

2268
Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინის გამოცდისას 6 ადამიანი დაიღუპა

 The Wall Street Journa-ის მიერ აშშის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის საკითხების სამმართველოზე (FDA) დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, Pfizerისა და BioNTechის ვაქცინის კვლევისას ცდების 6 მონაწილე გარდაიცვალა.

“საანგარიშო პერიოდში იყო 6 სიკვდილი (ორი ლეტალური შედეგი _ ვაქცინაციის ჯგუფში, 4 _ პლაცებოს ჯგუფში)”, _ ნათქვამია FDA-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში. მითითებულია, რომ ვაქცინის გამომცდელთა ჯგუფის ერთი მონაწილე, რომელიც დააავადებული იყო ათეროსკლეროზითა და სიმსუქნით, ორგანიზმში პრეპარატის პირველი დოზის შეყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, მეორეს გული გაუჩერდა მეორე დოზის შეყვანიდან (მეორე დოზა შეუყვანეს I დოზიდან მე-10 დღეს) მესამე დღეს. პლაცებოს ჯგუფში ორი ადამიანი დაიღუპა ინსულტისა და ინფარქტისგან. კიდევ 2 მონაწილის სიკვდილის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ამერიკული ფარმაკოლოგიური ფირმა Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის შემუშავებული ვაქცინის შეტანა აშშ-Iსა და ევროპის საწყობებში ნოემბრის ბოლოს დაიწყეს. ვაქცინის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ვაქცინამ ფინალურ სტადიაზე 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

P.S. მედიკოსების განცხადებით, Pfizerისა და BioNTechის ვაქცინა ალერგიულ რეაქციას იწვევს და პირებს, რომლებიც ალერგიულები არიან, მოუწოდებენ, ამ ვაქცინაზე უარი თქვან.

P.P.S. ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Astra Zeneca განაცხადა, რომ მზად არის, ითანამშრომლოსსპუტნიკ V”-ის შემქმნელ რუსეთის გამალეიას სახელობის ნაციონალურ კვლევით ცენტრთან ორი პრეპარატის გაერთიანებისა და მათგან უფრო ეფექტიანი ვაქცინის შექმნის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here