Home ახალი ამბები მსოფლიო პესკოვმა განმარტა პუტინის სიტყვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე

პესკოვმა განმარტა პუტინის სიტყვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე

90
პესკოვმა განმარტა პუტინის სიტყვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთმა იცის რით უპასუხოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, პესკოვის თქმით, რუსეთი არსებულ პოტენციალს უფრო სრულად გამოიყენებს.

„როდესაც კოლექტიური დასავლეთის მიერ მოწოდებული ახალი იარაღი გამოჩნდება, რუსეთი სრულად გამოიყენებს არსებულ პოტენციალს, რათა უპასუხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას“, – თქვა პესკოვმა.

პუტინმა ხუთშაბათს ვოლგოგრადში სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა იცის რით გასცეს პასუხი მათ, ვინც ემუქრება, და ჯავშანტექნიკის გამოყენებით საქმე არ დასრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here