მთავარი პოლიტიკა “ოცნების” რჩეული სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებასა და ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების...

“ოცნების” რჩეული სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებასა და ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონებას მოითხოვს

ნაცი ლომჯარიაში არ დაიმალებაო

2888
გააზიარეთ

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2018 წლის 30 მარტს საქართველოს პარლამენტს ქვეყანაში 2017 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 347-გვერდიან ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, მოხვდა საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.

“კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა პირის თავისუფლებაში უხეში ჩარევით იშვიათი პრეცედენტია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში და მსგავს იშვიათ შემთხვევებს სახელმწიფოები უმეტესად ისეთი ღონისძიებებით პასუხობენ, რომლებიც პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს”, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის მოთხოვნა ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ნიშნავს თუ არა იმას, რომ “სტრატეგიულ პარტნიორებზე” საქართველო ისეა დამოკიდებული, თავისი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაც არ შეუძლია?! მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლება ხომ არ გამოიწვევს მმართველი პოლიტიკური ძალის მარგინალიზაციას და დადგება თუ არა მერაბიშვილის საქმე საგარეო აქტორების დღის წესრიგში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე? ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას უარყოფითად აფასებს და მიუთითებს, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სახელმწიფომ სამოქალაქო პარტნიორობა აღიაროს. ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრნენ პოლიტოლოგები: ჰამლეტ ჭიპაშვილი და გია ხუხაშვილი.

სახალხო დამცველი ნაციონალებთან ერთად ძოვდა და საზოგადოებისთვის ისევე მიუღებელია, როგორც მერაბიშვილი

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდა პრემიერმინისტრი, ხოლო ძალაუფლება გადაიბარა “ქართულმა ოცნებამ,” გამოაცხადეს კოაბიტაცია. არადა, საქართველოს მოსახლეობამ არც კი იცოდა კოაბიტაციის მნიშვნელობა. მერე ნელ-ნელა მივხვდით, რომ ეს კოაბიტაცია არის დამნაშავე, “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ მიმართული და არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მის დასჯას.

სააკაშვილსა და მერაბიშვილს იმდენი დანაშული აქვთ ჩადენილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იყვნენ გამომწყვდეულნი, მაგრამ ასე არ ხდება, რადგან დასავლეთმა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ასე გადააწყვეტინა და მიგვიყვანა სრულ იმპოტენციამდე მართლმსაჯულებისა და ქვეყნის მართვის საკითხებში.

ე.წ. ოპოზიცია _ ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”. ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს თავიდანვე ნორმალურად რომ აღექვა ვითარება, პირველივე ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო იმ მიმართულებით, რომ ნაციონალური მოძრაობაგამოეცხადებინა კანონგარეშე პარტიად და მისი ყველა დამნაშავე წევრი გაემწესებინა ციხეში, მაგრამ ეს ვერ გააკეთეს, რადგან სააკაშვილი და ნაციონალური ბანდა წლების განმავლობაში ჩახუტებული იყვნენ ევროპელ პოლიტიკოსებთან, როგორც საჩუქრებით, ისე კორუფციული სქემებით.

სახალხო დამცველი ნაციონალებთან ერთად ძოვდა და ის საზოგადოებისთვის ისევე მიუღებელია, როგორც მერაბიშვილი. ნინო ლომჯარია მრავალი წლის განმავლობაში “ტივტივებდა” არასამთავრობო ორგანიზაციებში. სწორედ ლომჯარია და ე.წ. ექსპერტები, აგრეთვე, თანამდებობის პირები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მერაბიშვილს არაფერი ავნონ და ციხიდან როგორმე გამოიხსნან.

_ მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლება ხომ არ გამოიწვევს ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალის მარგინალიზაციას?

_ მილიონობით ლარის გამტაცებელი, ბანდიტი და ქურდი თბილისის ყოფილი მერის _ გიგი უგულავას გამოსვლას საზოგადოებაც და მმართველი ძალაც კარგად შეეგუა. ამის პირველი ნიშანია ის, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ბანდიტ უგულავასთან ერთად, პოლიტიკურ თოქშოუში მონაწილეობდა, რაც იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მშვენივრად შეეგუა თავზე ლაფის დასხმას; ასე რომ, შეეგუება მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებასაც.

_ სახალხო დამცველი ანგარიშში კონსტიტუციაში ჩაწერილი ქორწინების ცნებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, უარყოფითად აფასებს და მიუთითებს, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სახელმწიფომ სამოქალაქო პარტნიორობა აღიაროს

_ ლომჯარია გააკეთებს იმას, რასაც უკარნახებენ დასავლეთიდან. აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თითის ქნევით მოუწოდებდა ყველა ქვეყანას, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება დაეკანონებინათ, და რა გასაკვირია, ისეთიმორჩილიპოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა, როგორიც ნაციონალები არიან, აგრეთვე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ, გააკეთონ ის, რაც დასავლეთს უნდა? რა სურს დასავლეთს? მას სურს, რომ საქართველოს ისტორიაში, ბუნებასა და კულტურაში რაც არ იჯდა ამ საუკუნეების განმავლობაში, ყველაფერი გაატაროს. სინდისგარეცხილმა არასამთავრობოებმა და იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც უკანალში უძვრებიან დასავლეთს, ვინაიდან იქიდან ფინანსდებიან ისინი, ფეხებზე დაიკიდეს ყოველივე ღირებული და ეროვნული. ახსოვს საზოგადოებას, დავით უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობისას როგორ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და თითქოს ამით არაფერი დაშავებულა, მაგრამ ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა. ამის შემდეგ “ოცნების” წარმომადგენლებმა საზოგადოებას თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს არ შემცდარან და იბრძოდნენ იმ ტრადიციების გასამაგრებლად, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა საქართველოში. ამის გამოხატულება იყო 2014 წელს იმჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადება, რომ ის გამოდიოდა ინიციატივით, რომლის მიხედვით ოჯახი უნდა განსაზღვრულიყო, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მედიასაშუალებებიდან კი ყოველდღიურად გვესმის საპირისპირო _ მედია დაუფარავად ეწევა მამათმავლობის რეკლამირებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველ საზოგადოებას ცხვირში ძალად ტენიან მამათმავლობის პროპაგანდას. იმ საქართველოს პროტესტი კი, რომელიც იცავს ძველ ტრადიციებს, საკმარისი არ არის იმ მავნებლობის წინააღმდეგ, რომელსაც მამათმავლობა ჰქვია.

საქართველოს სახალხო დამცველი ორიენტირებულია არა ქართველ საზოგადოებაზე, არამედ ვიღაცაზე, ვინც აქამდე ინახავდა დაპატრონობდა” _ აი ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება!”

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:

_ მერაბიშვილის საქმე ორეტაპიან სიბრიყვეს უკავშირდება: პირველი _ როდესაც ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იმოქმედეს; და მეორე _ საქმის არასწორი წარმოება საერთაშორისო სასამართლოში, ანუ მისმა ჩაფლავებამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა. ვინ ჩააფლავა ეს ყველაფერი?

თუ ყველაფერი მართლაც მოხდა მერაბიშვილის მიმართ, ეს იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩადენილი. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ მერაბიშვილი უდანაშაულოა, მან თქვა, რომ, პატიმრის მიმართ განხორციელდა გარკვეული უკანონო ქმედებები. ჩემი აზრით, აქ პოლიტიკა, უკვე შუაში აღარ არის. ან ვის ახსოვს მერაბიშვილი და სააკაშვილი? ეს ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, დავემორჩილებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას _ ეს ნიშნავს, რომ პერსპექტივა გვექნება, ვიყოთ ვეროკავშირში, თუ არ დავემორჩილებით, ეს პერსპექტივა არ გვექნება, ანუ ამით ქვეყანა არ დაიქცევა. შესაბამისად, აქ არის კონკრეტულ სამართლებრივ საკითხზე საუბარი. ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგეს საქართველოში, ევროსასამართლო დაწყნარდებოდა. ხელისუფლება მერაბიშვილს ვერც ბრალს უმძიმებს და ვერც ციხიდან უშვებს _ აი ეს არის პრობლემა. რისი შემჩნევაც უნდათ, იმჩნევენ და რისი შემჩნევაც არ უნდათ, არ იმჩნევენ _ ეს არის სიბრიყვე და ბავშვური საქციელი, რომლის შედეგებზე არ ფიქრობენ.

_ კონკრეტულად?

_ ამ ხელისუფლებამ კოაბიტაციის ფარგლებში უკვე იმდენი გააკეთა, რომ ერთი მერაბიშვილი ზის, მგონი, ციხეში. მის მიმართ თანაგრძნობის განცდაც კი გამიჩნდა, იმიტომ რომ, ვინც დაიჭირეს, ყველა გარეთ არის. მეტიც _ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებად სხედან დანაშაულის მონაწილეები და მურუსიძე აზის ქვეყანას თავზე. ერთი მერაბიშვილი რა გახდა?! ერთი და იმავე დანაშაულის მონაწილე პირებიდან ათს ჩაეხუტო და ერთი ჩასვა ციხეში, არასწორი საქციელია ხელისუფლების მხრიდან.

_ როგორ შეაფასებთ სახალხო დამცველის მოთხოვნას, რომ სახელმწიფომ აღიაროს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სამოქალაქო ქორწინება, ანუ დააკანონოს ჰომოსექსუალთა ქორწინება?

_ საქართველოში ლგბტ-ის საკითხზე საზოგადოებრივი განწყობა ერთმნიშვნელოვანია, როდესაც სახალხო დამცველი ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებაზე საუბრობს, ის აბსოლუტურად არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. მან მშვენივრად იცის, რომ ეს ვერ დაკანონდება საქართველოში, რადგან დღევანდელი საზოგადოება ამას არ აღიარებს. ცხადია, რომ ომბუდსმენი ამას ჩვენთვის არ ლაპარაკობს, ის ეპრანჭება უცხოელ სპონსორებს. საქართველოს სახალხო დამცველი ორიენტირებულია არა ქართველ საზოგადოებაზე, არამედ ვიღაცაზე, ვინც აქამდე ინახავდა და “პატრონობდა” _ აი ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება!

ესაუბრა სოფო კაკაჩია

P.S. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება სასამართლოს გადაწყვეტილების სრულფასოვნად და დროულად აღსასრულებლად, როგორც ამას ევროპული კონვენცია მოითხოვს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here