Home ახალი ამბები მსოფლიო ნორვეგიელებს ნატო-ს სწავლებები არ უნდათ

ნორვეგიელებს ნატო-ს სწავლებები არ უნდათ

ნორვეგიელებს ნატო-ს სწავლებები არ უნდათ

მსგავსი საპროტესტო აქციები სრულიად ნორვეგიაში გაიმართა. “ერთიან სამკაპში” “პირობით მტრადრუსეთი იყო წარმოდგენილი, _ წერს Offensiv.

ნატოს სწავლებაში მონაწილეობს 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ასევე _ 230 თვითმფრინავი, 60 ხომალდი და 10 ათასი სატრანსპორტო საშუალება.

მანევრებს შეუერთდება ავიამზიდი “ჰარი ტრუმენი”. ჟურნალისტები შეეცადნენ, გაეგოთ, აღჭურვილია თუ არა ეს ხომალდი ატომური იარაღით, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს. “ატომური იარაღის შემოტანა ნორვეგიაში აკრძალულია, მაგრამ მთავრობა მაინც არაფერს შეამოწმებს”, _ აღნიშნავს გამოცემა.

სამხედრო თამაშები ძირითადად ტრენდელაგის რეგიონში გაიმართება, სადაც განლაგებულია ამერიკული ბაზები. არადა, მათი იქ არსებობა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ნორვეგიის პოლიტიკური კურსის მიხედვით აკრძალულია.

გარკვეული ქვეყნების სამხედრო წრეები ნორვეგიის პოტენციალს მომავალი კონფლიქტების ასპარეზად განიხილავენ. მიიჩნევენ, რომ “პირობითი მოწინააღმდეგე არის რუსეთი. ბევრს ეშინია, რომ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა გაიზრდება”, _ ხაზს უსვამს Offensiv.

ტრონჰეიმის მახლობლად 400 ადამიანი ტრიბუნებიდან დააკვირდება სწავლების მიმდინარეობას. “არავინ იცის, ვინ იქნება მათ შორის, მაგრამ პოლიტიკოსები და გენერლები იქ ისხდებიან და ტაშს დაუკრავენ იმ სამხედრო მანქანას, რომელიც ხოცავდა ადამიანებს იმპერიალისტურ ომებში”, _ დარწმუნებულია გამოცემა.

მანევრები აშინებს ბევრს, განსაკუთრებით, ბავშვებს. იქაურ მოსახლეთაგან ერთმა იკითხა: უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, გასცლოდნენ სწავლების რაიონს, ხმაურისა და აფეთქებების გამო?

“პასუხად მაღალი თანამდებობის სამხედრო პირმა ურჩია, დამჯდარიყო აივანზე შამპანურის ბოთლით(!) და ეცქირა სანახაობისთვის. ომი ბანალობად აქციეს, შოუდ და გასართობ ღონისძიებად. არავითარი პატივისცემა მათ მიმართ, ვინც დაიღუპა ან იძულებული შეიქნა, ლტოლვილი გამხდარიყო იმპერიალისტური ომების მიზეზით”, _ წერს პორტალი.

მიუხედავად ამისა, ადამიანები ამ სწავლების წინააღმდეგ გამოდიან. 20 ოქტომბერს ნორვეგიის ქალაქებში გაიმართა დემონსტრაციები, დაარიგეს პროკლამაციები, 27 ოქტომბერს კი ოსლოში მოაწყვეს მიტინგი, რომელშიც ათასამდე კაცი მონაწილეობდა.

“ასეთი სწავლება ევროპაში სულ უფრო მეტი იმართება, რომლებშიც შვედი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ. მოძრაობა იმპერიალიზმის, ნატოსა და მათი სამხედრო სწავლების წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს, თანაც არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში. მსოფლიოში გამეფებული შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად კაპიტალიზმი კოლოსალურ თანხას ხარჯავს ომსა და შეიარაღებაზე. 1990 წლიდან ნორვეგია მონაწილეობდა რვა ომში. მილიტარიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიო ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება არის საჭირო. სოციალისტურ მსოფლიოში ეს სიგიჟე ისტორიის კუთვნილებად იქცევა”, _ ასკვნის Offensiv.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here