Home ახალი ამბები საქართველო ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საელჩოზე: არც ჩვენს და არც აშშ-ის ინტერესში არ შედის,...

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საელჩოზე: არც ჩვენს და არც აშშ-ის ინტერესში არ შედის, რომ მცირედ გაუგებრობასთან გვქონდეს საქმე – ერთი მკაფიო პასუხის გაცემით ყველაფერი დამთავრდება

57

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, „ქრონიკასთან“, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან, ბოლო დროს დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა აუცილებელია, ვინაიდან, ღია ტიპის კომუნიკაცია, გაცემული პასუხების გარეშე, ორივე მხარეს აზიანებს.

„მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის, საჯარო კომუნიკაცია აზიანებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხს წერტილი დაესვას, განმარტებები გაკეთდეს და ყველაფერი მკაფიო იყოს. არც ჩვენს და არც აშშ-ის ინტერესში, მგონი, არ შედის, რომ ჩვენ ამ საკითხებზე, შეიძლება, რაღაც მცირედ გაუგებრობასთან გვქონდეს საქმე. ამიტომ, მგონი ეს საჯარო კომუნიკაცია არცერთი მხარისთვის არც სასიამოვნო და არც სარგებლის მომტანი არ არის. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ამ საკითხს, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესვას და ჩვეულებრივი ურთიერთობა გავაგრძელოთ. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი, ერთი მკაფიო პასუხის გაცემით ყველაფერი დამთავრდება, როგორც ჩვენი პარტნიორების, ისე – ჩვენი ოპონენტი დეპუტატების მხრიდანაც, მგონი, აღარ იქნება საჭირო ასეთი ტიპის საჯარო კომუნიკაციები“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here