Home ახალი ამბები მსოფლიო ნიგერი, რომლის პრეზიდენტი დაამხეს, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის

ნიგერი, რომლის პრეზიდენტი დაამხეს, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის

230

ტელეგრამ-არხი „Логика Маркова“ იმ საკითხებზე წერს, რომელთა გამოც დასავლეთი ბევრს დაკარგავს, თუ ნიგერში ახალი ანტიდასავლური მთავრობა იქნება:

1. იქ არის ამერიკული სამხედრო ბაზა, რომლიდანაც მათი უპილოტო საფრენი აპარატები ყველგან დაფრინავენ;

2. საფრანგეთი ურანის 45%-ს ნიგერიდან იღებს. ატომური სადგურები საფრანგეთის ელექტროენერგიის 70%-ზე მეტს გამოიმუშავებენ;

3. ნიგერი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყნიდან, რომელიც არ მონაწილეობს რუსეთ-აფრიკის ფორუმში;

4. ნიგერის ჩამოგდებული პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მეგობარია, რამდენიმეჯერ დაურეკეს ერთმანეთს და ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მას უკრაინის მხარდაჭერისთვის;

5. ნიგერი ყოველთვის აძლევდა ხმას დასავლეთის ყველა ანტირუსულ რეზოლუციას უკრაინის შესახებ;

6. „ვაგნერის“ მეთაურმა  პრიგოჟინმა უკვე პირდაპირ დაუჭირა მხარი ნიგერის ყოფილი კორუფცირებული პრეზიდენტის დამხობას და მზადაა დასახმარებლად;

7. საფრანგეთს აქვს თავისი ავიაბაზა ნიგერში;

8. გენერლები, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, მჭიდროდ არიან დაკავშირებული მალის ხელისუფლებასთან, ქვეყნისა, რომელშიც ვაგნერი უზარმაზარ როლს თამაშობს და რომლიდანაც ფრანგები გააძევეს;

9. თუკი ნიგერში ახალი სტაბილური ანტიდასავლური მთავრობა იქნება, მაშინ აფრიკაში რუსეთისადმი მეგობრული და დასავლეთთან კონფლიქტში მყოფი სახელმწიფოებისგან შეიქმნება „მეგობრობის რუსული  სარტყელი“ ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@logikamarkova/7521

                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here