მთავარი მსოფლიო მაიდნის სისხლიან მოვლენებში ქართველი სნაიპერების მონაწილეობის ახალი დეტალები

მაიდნის სისხლიან მოვლენებში ქართველი სნაიპერების მონაწილეობის ახალი დეტალები

1369
გააზიარეთ

სპეციალური ქვედანაყოფის _ “ბერკუტის” ყოფილი მებრძოლების ადვოკატმა ალექსანდრე გოროშინსკიმ გაამჟღავნა დეტალები 2014 წლის ზამთარში უკრაინულ მაიდანში ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ. 

უკრაინული გამოცემა “კიევსკიე ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გოროშინსკიმ განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა სამხედრო მომზადება საქართველოს არმიაში გაიარეს, მონაწილეობდნენ აფხაზეთის ომსა და ცხინვალის კონფლიქტში, რამდენიმე მათგანი _ ერაყისა და ავღანეთის ომში. ამას გარდა, ადვოკატის მონაცემებით, მათ წვრთნიდნენ სპეციალურ ბანაკებში, რომლებსაც აკონტროლებდა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მამუკა მამულაშვილი
მამუკა მამულაშვილი

გოროშინსკის თქმით, ქართველ სნაიპერებს ხელმძღვანელობდა ყოფილი სამხედრო მამუკა მამულაშვილი _ სააკაშვილის მომხრე და აქტიური ხელშემწყობი. სახელდობრ, მამულაშვილი, ადვოკატის ინფორმაციით, იბირებდა მოქალაქეებს კიევის მაიდანზე მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობისთვის.

გოროშენკომ განაცხადა, რომ სხვადასხვა დღეს უკრაინაში ჩავიდა ქართველი მებრძოლების 4 ჯგუფი, თითოეულში იყო დაახლოებით 10 კაცი. ქვეყანაში მათი შესვლა უზრუნველყვეს ყალბი დოკუმენტებით და საბაჟო კონტროლის გაუვლელად თბილისისა და ბორისპოლის აეროპორტებში. ამაში მათ დაეხმარნენ უკრაინის უზენაესი რადას ყოფილი სპიკერი ანდრეი პარუბიი, დეპუტატი პარტია “სახალხო ფრონტიდან” სერგეი პაშინსკი, აგრეთვე, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი კრისტოფერ ბრაიანი.

“პაშინსკიმ, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 20 იანვარს პირადად გაუხსნა ცეცხლი საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ეს მოხდა კონსერვატორიის შენობის აივნიდან. სხვებთან ერთად ისროდა ვლადიმერ პარასიუკი (უზენაესი რადას VIII მოწვევის დეპუტატი) და მისი მამა. შემდეგ მათ მხარი აუბეს სასტუმრო “უკრაინაში” მყოფმა მსროლელებმა. ამ სასტუმროს იმხანად აკონტროლებდნენ “მაიდნის თავდაცვის” ხელმძღვანელები”, _ განაცხადა ადვოკატმა.

ალექსანდრე რევაზიშვილი
ალექსანდრე რევაზიშვილი

მისი თქმით, ბრძანებას იმის შესახებ, როდის გაეხსნათ ცეცხლი, როდის შეეწყვიტათ, როდის დაეტოვებინათ საცეცხლე წერტილები, გასცემდა პაშინსკი, სასტუმრო “უკრაინაში კი ამით დაკავებული იყვნენ პარუბიი და მამულაშვილი. გოროშინსკიმ გამოცემას წარუდგინა ასლი ერთ-ერთი სნაიპერის, ალექსანდრე რევაზიშვილის, განცხადებისა, რომელშიც ის აღიარებს, რომ იყო მაიდანზე მომხდარის თვითმხილველი. მისი თქმით, ჩვენება მისცა ბელარუსის გენპროკურატურას.

გოროშინსკის თქმით, ქართველი სნაიპერები მზად არიან, მისცენ ინტერვიუ და გადაიღონ დოკუმენტურ ფილმში, მიუხედავად იმისა, რომ მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. “მათი თანამემამულეებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ 2014 წელს მაიდანზე ჩადენილ დანაშაულებში, ზოგი გაქრა, ზოგი კი იდუმალ ვითარებაში დაიღუპა”, _ აღნიშნა მან.

უკრაინული გამოცემის ეჭვზე, არის თუ არა სანდო ეს ჩვენებები, გოროშინსკიმ აღნიშნა, “ქართველი სნაიპერების მაიდანზე ყოფნა ფეიკი რომ ყოფილიყო, სასამართლო მათ დაჰკითხავდა და გაფანტავდა ამ ვითომ მითს”.

“მოწმეების სასამართლოში დაკითხვაზე და მათი ჩვენებების ნამდვილობის განსაზღვრაზე ადვილი არაფერია, მაგრამ ჯერჯერობით საწინააღმდეგოზე გვიწევს საუბარი _ უკვე მეხუთე წელია, მიმდინარეობს სასამართლო “ბერკუტის” თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მკვლელობაში, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ”.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში გაჩნდა მტკიცებულებები 2014 წელს მაიდანზე მიმდინარე მოვლენებში ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ. ქართველ სნაიპერებს ხელმძღვანელობდა ამერიკელი ინსტრუქტორი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გადატრიალებისას კიევის ცენტრში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა სნაიპერების 3 ჯგუფი, მათ შორის ერთი _ ქართული.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here