Home ახალი ამბები მსოფლიო მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული კატასტროფულად გაიზარდა: რას გამოიწვევს ეს და...

მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული კატასტროფულად გაიზარდა: რას გამოიწვევს ეს და რა უნდა გაკეთდეს

Oxfam-ის ანგარიში: მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული კატასტროფულად გაიზარდა

100
მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული კატასტროფულად გაიზარდა: რას გამოიწვევს ეს და რა უნდა გაკეთდეს

მსოფლიო ერთდროულად რამდენიმე კრიზისის წინაშე დგას. ჯერ პანდემიამ დაარტყა ჩვენს საფულეს, შემდეგ შემოუერთდა გეოპოლიტიკური კონფლიქტი, მძვინვარებს სტიქიური უბედურებები და ყველაფერ ამას დამატებული, ვითარდება ეკონომიკური კრიზისი. ამ ვითარებაში უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში გაღარიბდა.

“მდიდრებმა უპრეცედენტო სიმდიდრე ჩაიჯიბეს”

– ათობით მილიონი შიმშილობს. ასობით მილიონი ადამიანი იტანჯება მზარდი ინფლაციის გამო და ვერ ათბობს საკუთარ სახლს. პირველად 25 წლის განმავლობაში, მსოფლიოში სიღარიბის დონე გაიზარდა. ამავდროულად, ყველა ამ მრავალრიცხოვან კრიზისში არიან გამარჯვებულები. ყველაზე მდიდრები კიდევ უფრო საგრძნობლად გამდიდრდნენ, ხოლო კორპორატიულმა მოგებამ რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია, – აცხადებენ ექსპერტები კვლევითი კომპანია Oxfam-დან, რომელიც მრავალი წელია სწავლობს უთანასწორობის პრობლემებს.

დავოსში გამართული ფორუმისთვის მორიგი ანგარიში მოამზადეს „ფინანსურმა რობინ ჰუდებმა“. და იქ აღნიშნულია, რომ უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის კატასტროფულად გაიზარდა. მაგალითისთვის, 2020 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მდიდარი ხალხის 1% დაეუფლა მთელი ახალი სიმდიდრის თითქმის ორ მესამედს. ნუ მათ ამ ორ წელიწადში თითქმის ორჯერ მეტი ფული გამოიმუშავეს, ვიდრე მსოფლიოს მოსახლეობის დანარჩენმა 99%-მა.

ექსპერტებს მოჰყავთ არასასიამოვნო შედარებები. მაგალითად, მაშინ, როცა სურსათისა და ენერგეტიკის კომპანიებმა 2022 წელს გააორმაგეს თავიანთი მოგება აქციონერებისთვის 257 მილიარდი დოლარის დივიდენდების გადახდით, იმ წელს მთელ მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი მშიერი იძინებდა.

– მილიარდერებმა პანდემიის დროს უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს. მდიდარი ქვეყნების მიერ ეკონომიკაში შემოსული სახელმწიფო ფულის ნაკადი საჭირო იყო მოსახლეობის მხარდასაჭერად, მაგრამ ამან ასევე გამოიწვია აქტივების ფასების ზრდა. Oxfam-ის თანახმად, პროგრესული დაბეგვრის არარსებობის პირობებში, ყველაზე მდიდრებმა უპრეცედენტო ქონება ჩაიჯიბეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here