Home ახალი ამბები მსოფლიო მოსკოვში შეიძლება ქართველი ოფიციალური პირების დელეგაცია ჩავიდეს

მოსკოვში შეიძლება ქართველი ოფიციალური პირების დელეგაცია ჩავიდეს

300

რუსეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, ​​რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დათბობის მცდელობის ფარგლებში მალე მოსკოვში ქართველი ოფიციალური პირების დელეგაცია ჩავიდეს. ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ- არხი  „Тайная канцелярия“.

ინსაიდერების თქმით, ასეთი ვიზიტის ორგანიზების შესაძლებლობა  რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა  და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშავდება.

„ ამ დელეგაციაში, სავარაუდოდ, იქნება რამდენიმე ქართველი მინისტრი, აგრეთვე,  მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ არაერთი მაღალი რანგის ფუნქციონერი (მათ შორის, ზოგიერთი წყაროს ცნობით, შეიძლება იყოს თბილისის ამჟამინდელი მერი, ყოფილი ფეხბურთელი  კახა კალაძე).

ვიზიტის დეტალები ჯერ კიდევ  განიხილება. თუ მოხერხდება ვიზიტის წარმატებით ორგანიზება, ქართველი ოფიციალური პირები შეიძლება მოსკოვში შეხვდნენ რუსეთის პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინს და სხვა გავლენიან რუს სახელმწიფო მოხელეებს“, – დასძენენ  ინფორმირებული წყაროები.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@Taynaya_kantselyariya/6776

                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here