Home ახალი ამბები მსოფლიო მოლდავეთში სოროსულ-ოლიგარქიული გადატრიალება მზადდება

მოლდავეთში სოროსულ-ოლიგარქიული გადატრიალება მზადდება

15 ნოემბრის არჩევნებზე მოლდავეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და სოროსის ფონდის ფილიალის ყოფილი დირექტორი მაია სანდუ უპირისპირდება ამჟამინდელ კონსერვატორ პრეზიდენტ იგორ დოდონს. პირველი ტური სანდუმ მოიგო 4 პროცენტის სხვაობით. 

მოლდაველების უმეტესობა წინააღმდეგია ფსევდორეფორმებისა, რომელთა გატარებას, გამარჯვების შემთხვევაში, სანდუ აპირებს – რაიონული სკოლებისა და პოლიიკლინიკების „ოპტიმიზაცია“ ანუ შეკვეცა და გაუქმება, ასევე რუმინული ენის გაძლიერება და ზოგადად, მოლდავეთის ნახევრადძალადობრივი ინტეგრაცია რუმინეთის სახელმწიფოში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლდაველები, როგორც ერი, სხვადასხვა ეთნოსებისგან შედგება და, როგორც წესი, ისინი ბილინგუალები არიან – მამართ ორი ენა აქვთ მშობლიური, მოლდავური (რუმინული) და რუსული. რა თქმა უნდა, არიან „სუფთა“ რომანიზებული მოლდაველებიც, რომლებმაც რუსული შედარებით ცუდად იციან, ასევე არიან ეთნიუკური უმცირესობები – რუსები და უკრაინელები (ისინი ძირითადად, დნესტრისპირეთში ცხოვრობენ), ბულგარელები და ასევე, თურქული წარმოშობის გაგაუზები. დედაქალაქ კიშინიოვში, რომელიც ამავე დროს, პუშკინის ქალაქიცაა, უფრო მეტად რუსულ ენას გაიგონებთ კიდეც, ვიდრე მოლდავურს.

მიუხედავად ამისა, სანდუს შანსები საკმაოდ მაღალია, ვინაიდან მოლდაველ ამომრჩევლებში, ძირითადად, ქალაქის მოსახლეობაში, დიდია ე. წ. საპროტესტო ამომრჩევლების წილი. ეს ამომრჩეველი არ პატიობს იგორ დოდონს, რომ იგი (მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლება-მოსილებები მოლდავეთის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის და მთავრობის მიერ არის შეზღუდული) 4 წლის მანძილზე კარგად ვერ გაუმკლავდა კორუფციას. ამ ტიპის ამომრჩეველს არც სანდუ ეხატება გულზე, ამიტომ, ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ მოიქცევა იგი და მეორე ტურში ვის მისცემს ხმას. სანდუს რეალური მხარდამჭერები საზოგადოების რომანიზებულ ნაწილში ჰყავს, ეს ნაწილი მთელი მოსახლეობის დაახლოებით ¼-ს შეადგენს.

გარდა ამისა, სანდუს მხარს უჭერენ წესიერ და პატიოსან იგორ დოდონზე განაწყენებული ოლიგარქები, კორუფციონერები – ვ. პლახოტნიუკი და რ. უსატიი. ეს კრიმინალი ელემენტები მედასავლეთე ლიბერალებს სჭირდებათ სხვადასხვა უკანონო ქმედებების განხორციელებისა და დაფინანსებისთვის.

მოლდავეთი აგრარული ქვეყანაა და მეტწილად კონსერვატორი სოფლის მოსახლეობისგან შედგება. საინტერესოა, რომ მოლდაველები მეტწილად რელიგიურები არიან (მართლმადიდებელი ქრისტიანები), თანაც იმდენად, რომ საკმაოდ მკაცრად იცავენ საეკლესიო წესებს, მარხვას, დიდ დღესასწაულებში არ მუშაობენ და ა. შ. შეუძლებელია, რომ ამ ხალხს მოსწონდეს მაია სანდუ – სოროსელი ქალბატონი, რომელმაც ე. წ. „ლგბტ“-ების მხარდამჭერი ორგანიზაციის („გენდერდოკ-ემ“) ეგიდით კიშინიოვში ჩატარებულ ფემინისტურ მარშში მიიღო მონაწილეობა.

ამიტომ, სანდუს შანსი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ დოდონის ამომრჩეველი პასიური იქნება, ხოლო საპროტესტო ამომრჩეველი მეორე ტურშიც დესტრუქტივით იხელმძღვანელებს. სხვა შემთხვევაში დოდონი იმარჯვებს. თუმცა სანდუ და მისი სოროსული კამარილია, ამერიკის საელჩოსა და დასავლეთის სხვა საელჩოების მხარდაჭერითა და ჩარევით, დამარცხების აღიარებას არ აპირებს. მეტიც, ლიბერალ-მედასავლეთეებს დაგეგმილი აქვთ „ბელარუსული სცენარი“ – ქუჩის საპროტესტო აქციები, დოდონის პიროვნების დემონიზაცია, დასავლეთიდან დიპლომატიური ზეწოლა… მაგრამ, ბელარუსიისგან განსხვავებით, მოლდავეთში მეტი ძალადობაა დაგეგმილი. ეს გეგმა არ განხორციელდება, თუკი მასში ჩათრეული არ იქნებიან ძალოვანი სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული უწყებების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. სოროსული მეთოდია, რომ ციხე შიგნიდან გატყდეს.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს სახელმწიფო უწყებები და არ დაარღვევენ კონსტიტუციას. არის იმის საკმაო ალბათობა, რომ ეს მოხდება, რადგან ღალატი და დარღვევები ჯერ კიდევ არჩევნებამდე ხდება, ზემოთ ხსენებული სტრუქტურებისა და უწყებების მხრიდან. ასე მაგალითად, საზღვარზე გართულებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების შემოსვლა. გუშინწინ აეროპორტში გააჩერეს ესპანელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები – Ek espia Ligital-ის შეფ-რედაქტორი ხუან აგილარი და ჟურნალისტი ენრიკე ლაფოია. მთელი დღის ნამგზავრი სტუმრები, რომლებმაც პანდემიის პირობებში ესპანეთიდან კიშინიოვამდე ამსტერდამისა და სტამბულის გავლით ჩამოაღწიეს, კიშინიოვის აეროპორტში 14 საათის განმავლობაში გააჩერეს, თავსმდგომი პოლიციელებით. ორივე მათგანს პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს და სასტიკი სტრესის ქვეშ ჩააგდეს. ეს იყო ტიპიური პროვოკაცია. ადგილობრივი უფლებადამცველების ჩარევით, სოროსელების მიერ ჩანერგილმა პროვოკატორებმა ბოლოს უკან დაიხიეს. ესპანელებს აეროპორტში ბოდიში მოუხადეს და ქალაქში შემოუშვეს, ისინი უკვე შეუდგნენ მუშაობას. მაგრამარ შემოუშვეს მთელი რიგი სხვა ჟურნალისტებისა, მათ შორის, რუსული „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი… ეს რაღა გასაკვირია, სოროსელებს ხო აგრერიგ ეშინიათ ყველაფერი რუსულის, მათ შორის, გაზეთების…

იმედია, 15-ში სიკეთის ძალები გაიმარჯვებენ. იმედის მომცემია, რომ კიშინიოვში პარასკევს იგორ დოდონის მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა.

გულბაათ რცხილაძე – კიშინიოვიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here