Home ახალი ამბები მსოფლიო Moby აცხადებს, რომ მას სთხოვდნენ, გაევრცელებინა ინფორმაცია “რუსული გარიგების” შესახებ

Moby აცხადებს, რომ მას სთხოვდნენ, გაევრცელებინა ინფორმაცია “რუსული გარიგების” შესახებ

845
მობი

დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა პოპულარულმა პროდიუსერმა Moby სოცქსელებში გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტის მოსკოვთან კავშირის შესახებ, რადიოსადგურ WFPK-ისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუშიც იგივე გაიმეორა.

მან დეტალურად ილაპარაკა, თუ როგორ ხვდებოდა “მეგობრებს დაზვერვის უწყებიდან”, “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოქმედ და ყოფილ აგენტებს”, “მათ გადმომცეს გარკვეული ინფორმაცია და მითხრეს: “სოციალურ ქსელებში ნებისმიერ ჩვენგანზე გაცილებით დიდი აუდიტორია გყავს. შეგიძლია ამ ცნობების იქ გამოქვეყნება?”

მუსიკოსის თქმით, მან იცის, როგორია ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან “გარიგების” რეალური მასშტაბი, ფლობს “უამრავ მტკიცებულებას ტრამპის ადმინისტრაციის რუსებთან დამღუპველი თანამშრომლობის შესახებ”; წუხს, რომ კონგრესმა პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას დღემდე არ მოსთხოვა პასუხი; იმედოვნებდა, რომ კანონმდებლები დაინტერესდებოდნენ მონაცემებით, რომლებითაც დასტურდება აღმასრულებელი ხელისუფლების სავარაუდო კავშირი “მტრულ სახელმწიფოსთან”, მაგრამ მას იმედი გაუცრუვდა.

“ეს ყველაფერი საგანგაშოა და საშიშიც ხდება, რადგან ტრამპის ოჯახის ბიზნესის ფესვები, მისი კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან, რუსეთის ოლიგარქებთან უკუნით არის მოცული. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანმა უნდა შევიკრათ უსაფრთხოების ღვედები და დაველოდოთ”, _ შესთავაზა მან თანამემამულეებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here