Home ახალი ამბები მსოფლიო მნიშვნელოვანი ცვლილებები კლიმატის პოლიტიკაში

მნიშვნელოვანი ცვლილებები კლიმატის პოლიტიკაში

97

კონგრესისთვის ბაიდენის მიმართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია კლიმატის პოლიტიკაში, _ წერს ტელეგრამარხი „Логика маркова“.

1. მისი სტატუსი მცირდება. კლიმატის ცვლილებას უწოდეს საერთო საფრთხე ყველასთვის, მაგრამ არა ეგზისტენციალური საფრთხე.

2. გამოცხადდა შეერთებული შტატების რეინდუსტრიალიზაციის შესახებ. ე.ი., ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნება მსხვილი სამრეწველო საწარმოები, ანუ იდეა, რომ აუცილებელია ინდუსტრიის შემცირება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, გაუქმდა.

3. არაფერია ნათქვამი ქარისა და მზის ენერგიების შესახებ. ანუ ჩუმად არის აღიარებული, რომ ეს ყველაფერი ფანტაზიაა, რომ ქარი და მზე შეძლებს ნახშირწყალბადების ჩანაცვლებას უახლოეს მომავალში.

4. რადიკალური ბრძოლის ნაცვლად ისინი, უბრალოდ, წაახალისებენ ენერგიის დაზოგვის ხელსაწყოების შექმნას.

5. აშშ-ის კლიმატის პოლიტიკაში ეს ცვლილება გავლენას მოახდენს ყველა ქვეყანაზე. ყველგან შემცირდება მწვანეთა როლი გადაწყვეტილების მიღებაში.

მოამზადა  ლუკა მაისურაძემ   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here