მე გაფრთხილებთ, დანარჩენი თქვენს სინდისზე იყოს!

    მე გაფრთხილებთ, დანარჩენი თქვენს სინდისზე იყოს!

    განვიხილოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა: „საქართველოს თავდაცვის უწყებანატოსაქართველოს სწავლება 2025“- მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა; თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალმაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ბერატ ტელიმ სწავლების დაწყება მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს აღსრულების პროცესში წარმატებები უსურვეს. სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები: გრიგოლ გიორგაძე და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები”.

    რა ვთქვათ ამის შესახებ? ეს ამბავი ასი დღის წინათ რომ მომხდარიყო, ვიტყოდით, რომ ცივი ომის დროინდელი სამხედრო ჯართი (ნატო), უკვე ძირგამომპალი ამერიკული ჰეგემონიზმის ეს უსაზიზღრესი რუდიმენტი, ჯერ კიდევ არ თმობს პოზიციებს და ისევე მოიწევს ჩვენკენ, როგორც მთელი ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მოიწევდა. დიახ, ჯერ კიდევ ასი დღის წინათ ასე ვიტყოდით, მაგრამ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო უფლებამოსილებაში კანონიერად შესვლის (ინაუგურაციის) შემდეგ გასული ასი დღის განმავლობაში მსოფლიოში მრავალი მიმართულებით დაიწყო ახალი ერა, მათ შორის ნატოსთან აშშ-ის დამოკიდებულების მიმართულებითაც.

    რას ნიშნავს ეს?

    პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, აშშ არ იბრძოლებს ნატოს იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე. იგი პირდაპირ აცხადებს: მგონია, რომ ეს საღი აზრია. ისინი არ იხდიან, მე არ ვაპირებ მათ დაცვას. შეერთებული შტატები პრობლემის წინაშე თუ აღმოჩნდება, გგონიათ, რომ ისინი მოვლენ და დაგვიცავენ? ისინი ვალდებულ არიან, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ!”

    ამ სიტყვებში ნატოს მიმართ არამხოლოდ ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება, არამედ ამ ორგანიზაციაში განვითარებული ღრმა კრიზისიც ჩანს.

    აშშ-ის მომავალი წლის საბიუჯეტო მემორანდუმში კი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა, ნატოს დაფინანსება საერთოდ არ არის შეტანილი.

    ალბათ, ხვდებით, საითაც მიმყავს საუბარი. ნატო, როგორც სამხედრო ბლოკი, უკვე დრომოჭმული და ისტორიის სანაგვისთვის გამზადებული ორგანიზაციაა, მით უფრო, რომ აშშ-სა და ევროპას შორის აშკარად გაირბინა შავმა კატამ. მხოლოდ ეს არგუმენტი რომ იყოს, სავსებით საკმარისი იქნებოდა, ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობზე პირდაპირ უარს თუ არ განვაცხადებდით, გარკვეული პერიოდით მაინც შეგვეკავებინა თავი მასთან თანამშრომლობაზე ანუ რაღაც ვადით მორატორიუმი გამოგვეცხადებინა. კი, დასახელებული არგუმენტი ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად ნამდვილად საკმარისია, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის? განა ცოტას ნიშნავს ის ფაქტი, რომ დასავლეთმა საქართველოსთან დამოკიდებულებაში, ყველა თუ არა, მრავალი წითელი ხაზი გადაკვეთა? დასავლეთმა თავისი აგენტურული საქმიანობით, რუსეთთან ომში ჩვენი ჩათრევის მცდელობით, არჩევნების შედეგების არ აღიარებით და სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ღია მონაწილეობით დაადასტურა, რომ იგი რეალურად მოკავშირე კი არ არის, მტერია, რომელიც არანაირ ძირგამომთხრელ საქმიანობას არ ერიდება. ამ ვითარებაში დასავლეთის სამხედრო ბლოკთან თანამშრომლობა უაღრესად საზიანოა და სახლმწიფოებრივი თავმოყვარეობის აშკარა დეფიციტზეც მეტყველებს. ესეც არგუმენტია, ხომ? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რის მაქნისია არგუმენტი, რომელსაც არ იყენებენ?!

    არც ეს არის ყველაფერი. ნატოსკენ სწრაფვამ უკრაინის სახელმწიფოებრიობა შეიწირა. ქვეყანაში განადგურდა მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, დაიკარგა უზარმაზარი ტერიტორიები, დაინგრა თითქმის მთელი სამრეწველო და ენერგეტიკული პოტენციალი. ვიმეორებ და ხაზს ვუსვამ: ეს ყველაფერი ნატოსკენ უკრაინის დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო სწრაფვის პირდაპირი შედეგია. ამ საშინელ ფაქტს ჩვენთვის ან მაგალითის, ან გასათვალისწინებელი მოვლენის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს?! ეს ხომ სრული პოლიტიკური სიბეცე და დალტონიზმია?!

    მაგრამ… არც ეს არის ყველაფერი. გაცილებით უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანი სხვა რამეა; კერძოდ ის, რომ რუსეთთან ომში აშშ, ევროკავშირი და ჩვენი ხელისუფლების მიერ ასე მოწონებული ნატო პირწმინდად დამარცხდნენ. ამის პირდაპირი დასტურია ტრამპის სიტყვები, რომლებსაც მე გულწრფელ აღიარებასა და, თუ გნებავთ, მონანიებასაც დავარქმევდი: ზელენსკის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს სატრაბახო. ვითარება უკრაინისთვის სავალალოამას შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, სანამ მთელ ქვეყანას დაკარგავს”.

    ყოველივე ამის შემდეგ მინდა, ვკითხო ჩვენს მთავრობას: რა სწავლება და წვრთნები აგიტყდათ ამ მართლა წყეულ ორგანიზაციასთან, ამ ჯალათებთან, მსოფლიოს ამ კიბოსთან? მხოლოდ ის, რაც ამ მკვლელებმა ათასწლეულთა გასაყარზე იუგოსლავიაში ჩაიდინეს, მათ მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი არ არის? მაგრამ არც ეს არის ყველაფერი. ნატოსთან ომში გამარჯვებული რუსეთის ფაქტორს არ ითვალისწინებთ და დამარცხებულ და გაბითურებულ ნატოს კოჭს უგორებთ? ეს რა პოლიტიკა და რა წინდახედულება? რუსეთთან მისვლისა და დალაპარაკების დრო როდესაც მოვა (ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ამ ახლო მომავალში მოვა), თქვენც უკრაინის ცალტვინა ლიდერებივით ეტყვით, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფა და, რომელ ორგანიზაციასა და სამხედრო ბლოკშიც მოისურვებთ წევრობას, იქ შევა? აი, ეს საშინელი უპასუხისმგებლობა იუშჩენკოს, პოროშენკოს, ზელენსკის თავისუფლების გამოხატულებად მიაჩნდათ. მას შემდეგაც, რაც ამ სულელურმა პოზიციამ უკრაინა დაღუპა, მაინც „აქა დგახართ და სხვაგვარად არ ძალგიძთ”? ტრაბახობთ კიდეც: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბისა (SHAPE) და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ დაიგეგმა და ნატოს მიერ შედგენილი სცენარით შესაბამისი პროცედურებისა და დოქტრინების დაცვით ტარდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი. სწავლებაში ჩართულია, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ექვსი ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სამხედრო საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია. სწავლების ფარგლებში პარტნიორების მიერ განხორციელდება სპეციალური ოპერაციების ბატალიონის შტაბისა და მეკავშირე ელემენტის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების, ფეთქებადსაშიში საგნების გაუვნებელყოფის (EOD), სამხედრო სამედიცინო ასეულისა (ROLE2F) და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის, „ჩარლის“ ასეულის შესაძლებლობების შეფასება”.

    ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ არ უჩანს ამ საქმეს კარგი პირი. მე, ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, გაფრთხილებთ, დანარჩენი თქვენს სინდისზე იყოს!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here