შანხაიში, ჩინეთის მეცნიერთა აკადემიამ ორი მდედრი მაიმუნის კლონი შექმნა. ზონგ–ზონგი და ჰუა–ჰუა, –ასე ჰქვიათ მსოფლიოს პირველ კლონ მაიმუნებს. ერთი მაიმუნი 7, მეორე კი 6 კვირისაა.
მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველი ცხვარი იყო. 22 წლის წინ შექმნილ პირველ კლონს მოჰყვა ცხოველთა სხვა სახეობებიც; შეიქმნა კატებისა და ცხენების კლონებიც.
მიუხედავად სამეცნიერო სფეროს განვითარებისა, ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მაიმუნის კლონირება.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაიმუნის კლონის შექმნა იქნება წინაპირობა, რომ ისინი ოდესმე ადამიანის კლონირებასაც შეძლებენ.