Home ახალი ამბები მსოფლიო კიშინიოვის ცენტრში პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა

კიშინიოვის ცენტრში პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა

პოლიციამ დაშალა აქციის მონაწილეები, რომლებმაც მოძრაობა გადაკეტეს კიშინიოვის ცენტრში

102
კიშინიოვის ცენტრში პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა

კიშინიოვში პოლიციამ იძულებით აიღო ოპოზიციური პარტია „შორ“-ის მხარდამჭერების მიერ მთავარ ქუჩაზე გაშლილი კარვები, – იუწყება „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი.

წინა დღით მოლდოვას დედაქალაქში მორიგი მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ხელისუფლებისგან გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის კომპენსაციას და მოსახლეობის მოწყვლადი ფენებისთვის ფინანსურ დახმარებას ითხოვდნენ. თავიანთი განზრახვის სერიოზულობის ნიშნად მათ ცენტრალურ ბულვარზე კარვები გაშალეს და მოძრაობა გადაკეტეს.

დილით ამ „ქალაქთან“ სპეციალური ჯგუფი მივიდა, რომელმაც კარვები უკან, ტროტუარზე გადაიტანა. აქციის მონაწილეები ამას “სირცხვილია”-ს შეძახილებით შეხვდნენ. მოძრაობა 10:00 საათისთვის აღდგა.

“ჩვენ გვინდოდა, უბრალოდ, მიგვექცია ყურადღება, რადგან არც სანდუ და არც პარლამენტი არ გვაქცევენ ყურადღებას. ამის მაგივრად კი, პოლიციამ დაიწყო ჩვენი „ქალაქის“ ნგრევა, ეს უკანონობაა“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ოპოზიცია უვადო საპროტესტო აქციას 18 სექტემბრიდან მართავს. აქციები განსაკუთრებით მასობრივი შაბათ-კვირას იმართება – პარტია „შორ“-ის ცნობით, ისინი ათობით ათას ადამიანს იკრებენ. მომიტინგეთა აღშფოთება გამოიწვია ენერგომატარებლებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასების უპრეცედენტო ზრდამ და რეკორდულმა ინფლაციამ (33,5 პროცენტი). ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ კრიზისთან გამკლავების უუნარობაში, ოპონენტებზე პოლიტიკურ ზეწოლაში და გაზის უფრო ხელსაყრელ ფასებად მისაღებად რუსეთთან მოლაპარაკების სურვილის არქონაში.

ამავდროულად, მრავალრიცხოვანი გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტს ეჭვი ეპარება, რომ მმართველი პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“ შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ სამი წლით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. მოლდოველების დაახლოებით 70 პროცენტი იმედგაცრუებულია ხელისუფლების პოლიტიკით და თითქმის 65 პროცენტი მხარს უჭერს ხელისუფლების შეცვლის იდეას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here