Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ელჩი რაზოვი: კიევისთვის იარაღის მიწოდებით იტალია სამხედრო კონფრონტაციაშია ჩათრეული

რუსეთის ელჩი რაზოვი: კიევისთვის იარაღის მიწოდებით იტალია სამხედრო კონფრონტაციაშია ჩათრეული

62
სერგეი რაზოვი

კიევისთვის იარაღის მიწოდებით იტალია სამხედრო დაპირისპირებაშია ჩათრეული და კონფლიქტის მხარე ხდება. ამის შესახებ “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში იტალიაში რუსეთის ელჩმა სერგეი რაზოვმა განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ორ ქვეყანას შორის დიალოგის ძირითადი მექანიზმები გაყინულია, ხოლო სანქციების შეზღუდვები კი იზრდება. გარდა ამისა, იტალია კიევის რეჟიმს ამარაგებს სულ უფრო ახალი ტიპის იარაღით.

საერთო ჯამში, დახმარების ხუთი პაკეტის ფარგლებში, 1 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო ტექნიკა იქნა მიწოდებული უკრაინისთვის. მეექვსე პაკეტი, რომელიც ახლა მზადდება, მოიცავს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს. ასევე ცნობილია, რომ უკრაინელი სამხედროები იტალიაში ვარჯიშობენ, თუმცა იტალიის თავდაცვის სამინისტრო ამას უარყოფს.

„ამით იტალია, შესაძლოა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩათრეულ იქნას სამხედრო დაპირისპირებაში და გახდეს კონფლიქტის მხარე“, – ხაზგასმით აღნიშნა რაზოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიელი პოლიტიკოსების მრავალი განცხადება და ქმედება „არამეგობრულიდან პირდაპირ მტრულში გადაიზარდა“. თუმცა, იტალიელთა უმეტესობა მხარს არ უჭერს ამ მიდგომას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here