Home ახალი ამბები საქართველო კეთილშობილი მრისხანება

კეთილშობილი მრისხანება

703

კომპოზიტორ ალექსანდრე ალექსანდროვის მუსიკალური შედევრის – “წმინდა ომი” («СВЯШЕННАЯ ВОЙНА») ტექსტი დიდი სამამულო ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, 1941 წლის 24 ივნისს გაზეთიზვესტიაშიგამოქვეყნდა (ავტორი ვასილი ლებედევკუმაჩი). დიდებულმა კომპოზიტორმა კი იმავე დღეს შექმნა გენიალური სიმღერა, რომელიც მთელ საბჭოთა ხალხს ისე გასაოცარი პატრიოტული სულისკვეთებით აღაგზნებდა, რომ მისი დამარცხება შეუძლებელი იყო. “დაე, მრისხანება კეთილშობილიადუღდეს,  როგორც ტალღა…”

Пусть ярость благородная
Вскипает, как волна, —
Идет война народная,
Священная война!

1941 წლის 26 ივნისს საბჭოთა კავშირის წითელარმიული სიმღერისა და ცეკვების ანსამბლის ერთმა ჯგუფმა, რომელიც ომში მიდიოდა, ბელორუსიის ვაგზალზე პირველად შეასრულა ეს საოცარი სიმღერა (ვაგზლის შენობაზე განთავსებულია ამ ფაქტის აღმნიშვნელი მემორიალური დაფა). იქიდან მოყოლებული მთელი სამამულო ომის განმავლობაში საბჭოთა რადიოთი  ყოველ დილას, მას შემდეგ, რაც კრემლის კურანტები ჩამოჰკრავდა, ჟღერდა წმინდა ომი“. სიმღერა ითარგმნა  მრავალ ენაზე, პირველი თარგმანი უკრაინულ ენაზე შესრულდა (თარგმანის ავტორია ცნობილი პოეტი ნიკოლაი ბაჟანი, რომელმაც უკრაინულ ენაზე თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”). პირველად სწორედ ამ სიმღერაში დაწყვილდა ერთმანეთისთვის შეუფერებელი ცნებები მრისხანება და კეთილშობილება. როდესაც ვერაგი, უსამართლო და თანაც უძლიერესი მტერი მოდის, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე არავითარი დანაშაული არ მიგიძღვის, შენი განადგურება სწადია, ასეთ შემთხვევაში შენ, თუ ღირსება გაგაჩნია, მრისხანებამ უნდა მოგიცვას. ეს ის მრისხანებაა, რომელიც არა მხოლოდ მტერთან გამკლავების, არამედ მისი ძლევის ძალასაც მოგანიჭებს; არა თავის დადრეკა და შიშისგან ცახცახი, არამედ თავგანწირული ბრძოლა უკეთურის დასათრგუნად. სწორედ იმ დროს იქცევა მრისხანება კეთილშობილებად, როდესაც იგი სიკეთის მიერ ბოროტების დამარცხების აუცილებელ წინაპირობად გვევლინება: “Пусть ярость благородная Вскипает, как волна…” აი, რა დააკლდა საბჭოთა კავშირს სტალინის შემდეგ;  აი, რა აკლდა და აკლია რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არა მხოლოდ ელცინის, არამედ პუტინის დროსაც. რუს (და არა მხოლოდ რუს) ხალხს ახსოვს პუტინის დანაქადნი, როდესაც  მან თქვა: “Мы будем преследовать террористов везде. В аэропорту — в аэропорту. Значит, вы уж меня извините, в туалете поймаем, мы и в сортире их замочим, в конце концов. Всё, вопрос закрыт окончательно”. კარგი ნათქვამი იყო, ძლიერი, თავდაჯერებული, მაგრამ დაზუსტება აკლდა იმისა, ვინ იგულისხმებოდა სიტყვა ტერორისტში– შემსრულებელი თუ დამკვეთი. მთელი უბედურება ისაა, რომ შემსრულებელი ტერორისტების უკან დამკვეთი ტერორისტები დგანან სახელმწიფოების სახით. ეს სახელმწიფო, ძირითადად, აშშ-ია. ამერიკელებმა ტერორს კრიმინალურ მნიშვნელობასთან ერთად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც შესძინეს, ვინაიდან მას გარე სამყაროსთან ურთიერთობაში წამყვანი ფუნქცია დააკისრეს. პუტინი იმ თავის ცნობილ გამონათქვამში დამკვეთსაც თუ გულისხმობდა, ასეთ შემთხვევაში მისი დანაქადნი ცოტა გადაჭარბებული ჩანს, არა მხოლოდ იმის გამო, რომ აშშ ასე მარტივად დასაჩოქებელი არ არის, არამედ იმის გამო, რომ რუსეთი აშშ-თან (მთელ კოლექტიურ დასავლეთთან) რევერანსების ენით საუბრობდა და მის წინაშე მოწაფესავით თავდახრილი იდგა (სხვათა შორის, რუსეთი დასავლეთის კომპლექსისგან დღემდე ვერ გათავისუფლდა). საამისო მაგალითი ბევრია:

უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო პუტინის ცნობილ მიმართვაში არის ასეთი ეპიზოდი: «Попытка ублажить агрессора в преддверии Великой Отечественной войны оказалась ошибкой, которая дорого стоила нашему народу. В первые же месяцы боевых действий мы потеряли огромные, стратегически важные территории и миллионы людей. Второй раз мы такой ошибки не допустим, не имеем права». უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ სტალინის შეცდომაზე (თუკი იყო ასეთი შეცდომა დაშვებული) საუბარი ცოტა უადგილო და თანაც იმ კომპლექსის გამოვლენა მგონია, რომელიც წეღან ვახსენე. ამ ნათქვამში გარკვეული შიში იკითხებოდა, რომ პუტინი ვინმეს სტალინის გზის გამგრძელებლად არ მოჩვენებოდა. ეს ნათქვამი სტალინთან (დიქტატორთან) შედარებისგან თავის დაზღვევის ერთგვარი მცდელობა იყო.

დასავლეთის წინაშე რევერანსის მაგალითი მოსკოვში სოლჟენიცინისთვის ძეგლის გახსნა მგონია და თითქოს ვიღაცის ჯიბრით გაჟღენთილი იმ სიტყვების წარმოთქმა, რომელიც არამც და არამც არ მიესადაგება საშუალო ნიჭის ადამიანს, რომლის  მწერლური “სიმაღლე” მისი შემოქმედების ადეკვატური აღქმის შედეგი კი არ არის, არამედ სტალინის ისტორიული პიროვნების გაშავების მცდელობის გამო დასავლეთისა და ნობელის კომიტეტის მიერ მისთვის ხელოვნურად შექმნილი “დიდების” ყალბი ანარეკლია. პუტინი, ამ სიტყვებს როდესაც წარმოსთქვამდა, მთლიანად დასავლურ კონიუნქტურაში ეწერებოდა: «Сегодня мы открываем памятник Александру Исаевичу Солженицыну, нашему выдающемуся соотечественнику, писателю, мыслителю, фронтовику, участнику Великой Отечественной войны и истинному, настоящему патриоту России».

დასავლეთის კონიუნქტურის გავლენა იყო მოსკოვის ცენტრში საბჭოთა რეპრესიების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის (стена скорбы) გახსნა, სადაც პუტინმა ეს სიტყვები წარმოსთქვა: «Каждому могли быть предъявлены абсолютно надуманные и абсурдные обвинения, миллионы людей объявлялись врагами народа, были расстреляны или покалечены, прошли через муки тюрем или лагерей и ссылок». რა გამოდის? გამოდის ის, რომ პუტინი მთლიანად იზიარებს სტალინისთვის წაყენებულ დასავლურ ბრალდებებს. პუტინის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ერთადერთ რამეს ნიშნავს: სტალინი იმ დონის უსამართლო მმართველი იყო, რომ აბსოლუტურად გამოგონილი და აბსურდული ბრალდებებით მილიონები ან იხვრიტებოდნენ ან საპყრობილეებში იტანჯებოდნენ. საიდან მოვიდა ის ამბავი, რომ სტალინის პერიოდში უდანაშაულო ადამიანები ისჯებოდნენ? ახლა თუ იმდენი დამნაშავე და ტერორისტია ქვეყანაში, რომ “и в сортире их замочим”, იმ ურთულეს ეპოქაში ვითომ ნაკლები დამნაშავე არსებობდა?! 22 მარტის უსაშინლესი ტერაქტის განმხორციელებლები ხომ უნდა დაისაჯონ? მერე, მომავალში, ვინმემ ამას პუტინის რეპრესიები რომ უწოდოს, სამართლიანი შეფასება იქნება?! არა, არა, პუტინი აშკარად ცდება სტალინის პიროვნების შეფასებისას, ვინაიდან აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ლაბორატორიებში შეთხზულ ცილისწამებებს მექანიკურად იმეორებს, რაც ძალიან შორს დგას ჭეშმარიტებისგან.

პუტინი დაბადების დღის მისალოცად შინ ეწვია საბჭოთა პერიოდის ე.წ. სამართალდამცველ ლიუდმილა ალექსეევას. ეს ჟესტიც, როგორც იტყვიან, დასავლეთისთვის კოჭის გაგორების მცდელობა იყო. საბჭოთა სამართალდამცველები და დისიდენტები ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ანტისაბჭოთა და ანტირუსულ არალეგალურ სტრუქტურებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ფეხებზე ეკიდათ საბჭოთა მოქალაქეებიც და მათი ადამიანური უფლებებიც. მათი მოვალეობა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა იყო. პუტინის სტუმრობით თვით ალექსეევაც კი გაოცებული დარჩა: «Приехал лично поздравить, я очень поражена и благодарна. Потому что, когда я начинала этим заниматься, я думала о том, на сколько меня посадят: на семь лет по 70-й или на три года по 190-й статье. А что меня придет поздравлять президент, мне и в голову не приходило».

რატომ ვყვები ყოველივე ამას? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩამოთვლილი და მსგავსი სხვა ათასი რევერანსით პუტინმა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში გული ვერავის მოულბო, რადგან მათ გული არ აქვთ.

იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების სათავეშია, რუსეთს რამდენიმეჯერ გადაუარა ტერორის უსაშინლესმა ტალღამ. Мочить в сортире ჯერჯერობით არ გამოვიდა; არ გამოვიდა იმიტომ, რომ პუტინი თეთრი ხელთათმნებით ცდილობს, აღუდგეს და გაუსწორდეს დასავლურ სიბინურეს, გარყვნილებას, ტერორს, პოლიტიკურ და სამხედრო ძალმომრეობას, რაც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, შეუძლებელია. დასავლეთთან ურთიერთობაში მხოლოდ ერთი რამ ჭრის – ძალა; ძალა, რომელიც აღძრული და მოტივირებულია კეთილშობილი მრისხანებით, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ხალხისა და ქვეყნის ბედი:

Пусть ярость благородная

Вскипает, как волна, —

Идет война народная,

Священная война!

პუტინს ერთადერთი გზა დარჩა, მან ფოლადის სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს, ფოლადს რუსულად Сталь ჰქვია. სტალინის მეთოდებით, სტალინის შემართებითა და სტალინის სიმტკიცით უნდა იმოქმედოს რუსეთის პრეზიდენტმა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, მან ჯერ სტალინის სიმართლე დაინახოს და აღიაროს. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ეს გამარჯვებისკენ  სავალი ერთადერთი გზაა.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here