Home ახალი ამბები საქართველო კანონში გვიწერია, რომ  არასრულწლოვანთა გარყვნა ისჯება და ის, რაც „ელტონ ჭყონიამ“ გააკეთა,...

კანონში გვიწერია, რომ  არასრულწლოვანთა გარყვნა ისჯება და ის, რაც „ელტონ ჭყონიამ“ გააკეთა, სწორედ  გარყვნილების პროპაგანდაა და სხვა არაფერი

489
ფოტო ინტერნეტგვერდიდან “მიხეილ უკრაინოლოგი“

თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში გამოჩნდა „მაკდონალდსის“ ბილბორდები  წარწერით: „დღეს საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს“. ბილბორდები მალე გაქრა – კომპანიამ, რომლის მფლობელიც თემურ ჭყონიაა, ისინი  აიღო.

„ეს იყო UNICEF-ის გლობალური პროგრამა და ეს ბილბორდი აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს. ეს შეცდომაა, რისთვისაც, ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა. მე არ ვარ ამ ბილბორდის მომხრე, იმიტომ, რომ პროგრამა, რომელიც ჩვენ დასახული გვქონდა UNICEF-ის ფილოსოფიით დატვირთული, უფრო ქველმოქმედებაზე იყო აგებული, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე. კონკრეტული მიზანი გვქონდა, UNICEF-ის პროგრამა იყო, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დღეს უნდა გაგვეკეთებინა ქველმოქმედება და დევნილთა სამინისტროში გადაგვერიცხა რაღაც თანხა. ემოციური უფრო ვარ დღეს, ვიდრე პროფესიონალი. იმდენად გამომიყვანა წყობიდან ამ ბილბორდმა, რომ გაგრძელებაზე აღარ ვფიქრობ“, –  თქვა ჭყონიამ.

მომხდარიდან გავიდა თვეზე ნაკლები და „მაკდონალდსის“ საბავშვო მენიუში ჩადეს საჩუქარი, რომელიც ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის,  ცხოვრებას ასახავდა ილუსტრაციებით. იქ გარკვევით ეწერა, რომ თურმე სერ ელტონ ჯონი ძალიან უბედური იყო და ეს იმის მიუხედავად, რომ გახლდათ ძალიან წარმატებული, ჰქონდა ბევრი ფული და ბედნიერება მანამ ვერ იპოვა, სანამ არ გათხოვდა და მას და მის მეუღლე მამაკაცს შვილების აყვანის უფლება არ მისცეს. ბავშვების ბუნება კი ყველამ იცის, იმის მიუხედავად, რომ „მაკდონალდსის“ საკვები, რბილად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც კარგი  არ არის, პატარები სწორედ ამ დაწესებულებისკენ ექაჩებიან მშობლებს და ნებისმიერ საჩუქარს უფრთხილდებიან. რა თქმა უნდა, ამ სასაჩუქრე წიგნსაც ათასობით ბავშვი წაიკითხავდა და გონებაც მაშინვე აითვისებდა იმას, რაც წიგნში ეწერა.

როგორ გგონიათ, რა მოიმოქმედა საზოგადოების მხრიდან გამოხატული პროტესტის შემდეგ თემურ ჭყონიამ? მან ცეცხლზე ნავთი დაასხა – „მაკდონალდსმა“ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე ბოდიშის შემცველი (სწორედ რომ ბოდიშის შემცველი და არა პირდაპირ ბოდიში) ტექსტი გამოაქვეყნა, მოგვიანებით  კი უშუალოდ ჭყონიას ბრძანებით აიღო.

„ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „მაკდონალდს საქართველო“ ეწევა რაიმე სახის პროპაგანდას. გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „მაკდონალდს გლობალის“ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა Happy Meal Readers ემსახურება ერთადერთ მიზანს – ჩვენს პატარა მომხმარებელს საინტერესო ისტორიებითა და ცნობილი ადამიანების წარმატების მაგალითებით გავუღვივოთ ცოდნის შეძენის სურვილი და მივცეთ მოტივაცია, თავადაც გახდნენ წარმატებული. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, „მაკდონალდს საქართველოს“ აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება“, – ეწერა კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სანამ ამ „აღიარებითი ბოდიშის“ შესახებ გეტყვით, მანამდე თემურ ჭყონიას პოზიციას გაგაცნობთ:

„ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც  „მაკდონალდსი“ აკეთებს. არ ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს… განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო – ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?! ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს – არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის. მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი. ჩემი მოთხოვნით წაიშალა განცხადება, სადაც ბოდიშს ვიხდიდით“, –  თქვა ჭყონიამ.

„დღესდღეობით, პროპაგანდა რუსული ვიცი მხოლოდ, რომელმაც მოიცვა საქართველო. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი“, – ეს განცხადება „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სოფო ჭყონიამ გააკეთა. ისიც გავიხსენოთ, რომ ორიოდე თვის წინათ თემურ ჭყონიას ქალიშვილმა სოფომ  საქართველოს მოსახლეობას უგემოვნო ქაჯები უწოდა. ასეა, როცა მამიკოს ფულით პარიზში „ბუწიკი“ გაქვს, როცა შენ მიერ  შეკერილ კაბებს დაქალები ირგებენ და  დიზაინერი გქვია, ირგვლივ ყველაფერი მარტივად გეჩვენება და არც „მაკდონალდსის“ პროპაგანდისტული ნაბიჯია პრობლემა.

ახლა იმ ვითომ ბოდიშზე ვთქვათ, რომელიც „მაკდონალდსმა“ გაავრცელა და რომელიც ჭყონიას არ მოეწონა. „საგანმანათლებლო პროგრამა Happy Meal Readers ემსახურება ერთადერთ მიზანს – ჩვენს პატარა მომხმარებელს საინტერესო ისტორიებითა და ცნობილი ადამიანების წარმატების მაგალითებით გავუღვივოთ ცოდნის შეძენის სურვილი და მივცეთ მოტივაცია, თავადაც გახდნენ წარმატებული…“  ანუ  ადასტურებენ: ეს ისტორიები იმისთვის არის,რომ  პატარებმა აიტაცონ და გახდნენ წარმატებული. მერე რა, რომ წარმატების მთავარი საიდუმლო შეფარვით თუ პირდაპირ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის  ქორწინებაა. მეტიც, იმავე „მაკდონალდსმა“ დასავლეთს ნიღაბი ჩამოხსნა: „აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, „მაკდონალდს საქართველოს“ აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება“.

     რა გამოდის? ორიგინალში ისე ეწერა, ქართველებს  არ მოეწონებოდათ და, პირდაპირ რომ თარგმნეს, მაგისთვის გიხდით ბოდიშსო?! ანუ, ევროპელ და ამერიკელ ბავშვებს ზუსტად ეს თარგმანი აქვთ და, როცა ვამბობთ, რომ დასავლეთი ერთი და იმავე სქესის პირთა შორის   ქორწინების პროპაგანდას ეწევა, ბევრს ეცინება, ახლა კი სასაცილოდ აღარ არის საქმე – ლგბტ პროპაგანდა მხოლოდ ტრენინგებით კი არ ხდება, ცდილობენ, ბავშვებს  მათ  საყვარელ „მაკდონალდსში“ ასეთი  შინაარსის წიგნები აჩუქონ. თუ ქართულ „მაკდონალდს“ ბავშვების განათლების ამაღლება სურს, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ნაწარმოებები აჩუქოს ან ოტია იოსელიანის, ან ნებისმიერი  ქართველი მწერლის. ახლა იტყვიან, ეს საერთაშორისო პროგრამააო და განახორციელეთ, ბატონებო, მხოლოდ საქართველოსთვის, მხოლოდ ქართველ ბავშვებზე გათვლილი. არ შეიძლება, თუ „მაკდონალდსისა“ და „კოკა კოლაას“ ყოველწლიური 100-მილიონიანი  მოგება რამდენიმე ათასი წიგნისა თუ ბროშურის დასაბეჭდად საკმარისი არ არის?

ყველაზე საინტერესო ისარის, რომ თვითონ  ბიზნესმენი ვერ ხვდება, რა იყო საბოდიშო და ვერც იმას აცნობიერებს, რატომ მოიხადეს ბოდიში მისი კომპანიის თანამშრომლებმა. მას ჩვეულებრივზე ჩეულებრივ ამბად მიაჩნია, რომ პატარა ბავშვები წაიკითხავენ იმას, რაც გაცნობიერების შემდეგ, მისი კომპანიის თანამშრომლებსაც კი ამაზრზენად ეჩვენათ. სოციალურ ქსელში ფოტოშარჟიც გავრცელდა, „ელტონ ჭყონია“ ( „ჭყონია  ელტონი“) დაარქვეს სურათს, მაგრამ ვფიქრობთ, „ელტონ ჭყონი“ უფრო უხდება. ჰო, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ  ისიც, რომ ჭყონია ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობოებმა დაიცვეს, რაც მარტივი გასაგებია – „კოკა- კოლას“ შეფი არ მალავს, რომ ოპოზიციას აფინანსებს და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სურს. სურს, ალბათ, იმიტომ, რომ ოპოზიციის  გამარჯვების შემთხვევაში ყველას, ვინც ასეთ რამეს გააპროტესტებს, მოულოდნელად გამოჯანმრთელებული და ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად გამზადებული ექსპრეზიდენტის დაპირებას აუსრულებენ – „ყველა ციხეში!“

არავინ დავობს, რომ ელტონ ჯონი კარგი მომღერალია, მაგრამ არც იმაზე  ვდავობთ, რომ მაგალითად, მადონაც კარგი მომღერალია,  მაგრამ  პოპ-ვარსკვლავს  არაერთხელ უთქვამს, – როცა მიჭირდა, ფულს პორნოგრაფიულ ფილმებში მონაწილეობით ვშოულობდიო. მაშინ ვასწავლოთ ბავშვებს, რომ, თუ ფული არ აქვთ, მისი შოვნის მარტივი გზა პორნოგრაფიაა. ვასწავლოთ ბავშვებს, რომ წარმატებული რეპერების დიდი ნაწილი ციხეში იჯდა, ნარკოტიკებს ყიდდა, ქუჩაში ცხოვრობდა და კრიმინალურ გარჩევებში  მონაწილეობდა. მოგვიანებით მიაღწიეს წარმატებას და არა უშავს, რომ რეპერთა (მათ შორის საკმაოდ ცნობილების) გარკვეული რაოდენობა ქუჩაში ჩაცხრილეს, მთავარია, გარკვეულ ეტაპზე წარმატება ჰქონდათ. ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ბობ მარლი მარიხუანას ეწეოდა, რომ ფრედი მერკური შიდსით გარდაიცვალა, რომელიც პარტნიორმა მამაკაცმა აჰკიდა. და ასეთი მაგალითი უამრავია, მაგრამ ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს  ადამიანები  კარგად მღერიან, გემოვნებიან მუსიკას ქმნიან, მაგრამ არ არიან მისაბაძი პიროვნებები სცენის მიღმა.

შეიძლება  ცუდი შედარებაა, მაგრამ 17 ივნისს  უცნობმა მამაკაცმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელი გაარტყა და  მიაძახა: ეს იმისთვის, რასაც პატრიარქზე ამბობო. აღდგა  სრულიად არასამთავრობო და ოპოზიციური სექტორი, – ჯაფარიძეზე იძალადესო. განა  ძალადობა არ არის ის, პატრიარქს რომ უგინებენ ასი ათასობით მორწმუნეს თუ ოპოზიციისთვის გზა ხსნილია?!  ვერ მოითმინა კაცმა და ასე, დღეების, კვირების თუ თვეების შემდეგ, ვიღაცამ რომ ვერ მოითმინოს და ჭყონიას ალიყური უთავაზოს, ისიც მოძალადე იქნება? და თავად „ელტონ ჭყონიმ“ რომ იძალადა ჩვენს მომავალ თაობაზე, ეგ არ ითვლება ხომ? ეგ დასავლეთს მოსწონს და, რაც დასავლეთს მოსწონს, ყველაფერი კარგი რომ არის, სწორედ ეს უნდა აღმოიფხვრას და გარყვნილებას გარყვნილება დაერქვას. კანონში გვიწერია, რომ  არასრულწლოვანთა გარყვნა  ისჯება და ის, რაც „ელტონ ჭყონიმ“ გააკეთა, სწორედ  გარყვნილების პროპაგანდაა და სხვა არაფერი.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here