Home ახალი ამბები მსოფლიო კალიფორნიაში  სავაჭრო ცენტრების  დარბევის შემთხვევები  გახშირდა

კალიფორნიაში  სავაჭრო ცენტრების  დარბევის შემთხვევები  გახშირდა

164

ძარცვის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა ლოს-ანჯელესის მაღაზია Nordstrom-ი. მასში 50 ბალაკლავებიანი ( ბალაკლავა –  ჩაფხუტის მსგავსი ნაქსოვი თავსაბურავი, რომელიც ფარავს თავს, შუბლს, სახეს და ღია აქვს მხოლოდ ვიწრო ზოლი თვალებისთვის, იყენებენ მოთხილამურეები – გ.გ.)  მძარცველი შეიჭრა. მათ გააძევეს მცველები დათვის საწინააღმდეგო სპრეის ბალონებით და დაიწყეს  ლუტინგი (მაროდიორობა ტექნოგენური კატასტროფებისა და სამოქალაქო მღელვარების დროს – გ.გ.), – იუწყება ტელეგრამ-არხი „Малек Дудаков“-ი.

 ბოროტმოქმედებმა რამდენიმე წუთში გაიტაცეს  Burberry-ს, Yves Saint Laurent-ისა და Bottega Veneta-ს  100 000 დოლარის ღირებულების ტანსაცმელი, აქსესუარები და  გაუჩინარდნენ, ალბათ, ასევე მოპარული მანქანებით – „ლექსუსებითა“ და  ბე-ემ-ვე-ებით. ქალაქის ხელისუფლება გმობს ამ უკანონობას, მაგრამ არაფრის გაკეთებას არ აპირებს. პოლიციაც ხელებს შლის – ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ანალოგიურად გაძარცვეს Yves Saint Laurent-ის ბუტიკი კალიფორნიის გლენდეილში. იქ კრიმინალებმა 300 ათასი დოლარის ღირებულების ნადავლი წაიღეს. ამისთვის  არავინ დასჯილა.  კალიფორნიაში სამართალდამცავი სისტემის ლიბერალიზაციის ფონზე პოლიციამ გამუდმებულ ძარცვასთან ბრძოლა, ფაქტობრივად, შეწყვიტა.  მაღაზიის მფლობელებს კი, რომლებიც ცდილობენ, ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიონ, ყაჩაღების უფლებების დარღვევისთვის სისხლის  სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებიან.

კალიფორნიაში ძარცვის დეკრიმინალიზაცია შემოიღეს უსახლკაროებისა და უქონელთა დახმარების საბაბით. ამით სარგებლობს  ორგანიზებული დანაშაული  და  ძვირფას ბუტიკებს ძარცვავს. შემდეგ ნაძარცვი ნევადაში მიაქვს და  და ნახევარ ფასში ყიდის ფარული ქსელების მეშვეობით.

ამ პირობებში, რიტეილი (საცალო ვაჭრობა_ გ.გ.) მასობრივად ტოვებს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა სან-ფრანცისკო. კორპორაციული უძრავი ქონების „ბუშტი“ იშლება – Morgan Stanley  2025 წლისთვის ფასების 40%-იან კოლაფსს ვარაუდობს. ეს იქნება ძლიერი დარტყმა ბანკებისა და საინვესტიციო ფონდებისთვის, მაგრამ  ფულის გამომუშავების საშუალებაც, მაგალითად, სოროსის ფონდისთვის, რომელმაც დიდძალი ფული ჩადო აშშ-ის მეგაპოლისების ლიბერალურ გარდაქმნაში, და, როცა იქ სიტუაცია საბოლოოდ მოგვარდება, შეუძლია, ყველაფერი იაფად იყიდოს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@malekdudakov/5925

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here