Home ახალი ამბები მსოფლიო კაცობრიობის მონური მომავალი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისგან

კაცობრიობის მონური მომავალი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისგან

242

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა  (მეფ-WEF  – ეს არის შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია, როგორც დავოსის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის  მასპინძელი. ამ ფორუმის შეხვედრებზე იწვევენ  წამყვან ბიზნესმენებს, პოლიტიკურ ლიდერებს, გამოჩენილ მოაზროვნეებსა და ჟურნალისტებს; განიხილავენ  მსოფლიოში ყველაზე მწვავე პრობლემებს, მათ შორის ჯანდაცვისა და ეკოლოგიის – გ.გ.) განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მოდა სრულიად გაქრება – ყველა ადამიანი დაიწყებს  უნიფორმ ტარებას“ – და ყველა  გახდება ვეგანი, სურ თუ არა ეს, იუწყება ანალიტიკოს იური ბარანჩიკის  ტელეგრამ -არხი „Юрий Баранчик“-ი.

2030 წლისთვის ხორცს არ შეჭამთ და წელიწადში ნებადართული იქნება მხოლოდ  სამი ახალი ტანსაცმლის  შეძენა, – ნათქვამია მეფ-ის ანგარიშში.

2019 წელს გამოქვეყნებულ და 2023 წელს განმეორებით წარმოდგენილ ანგარიშში რეკომენდებულია, რომ 2030 წლისთვის არ უნდა დაუშვათ საკვებად ხორცის ან რძის პროდუქტების გამოყენება,  შემოვიფარგლოთ წელიწადში სამი ახალი ტანსაცმლითა და ყოველ სამ წელიწადში  თვითმფრინავით ერთხელ მგზავრობით. ეს დაიწყება იმ ქვეყნებში, რომლებიც „ყველაზე მეტს მოიხმარენ“.

2019 წელს გამოქვეყნებული მოხსენება „ქალაქის მოხმარების მომავალი მსოფლიოში 1,5°C ტემპერატურით “ (იგულისხმება მომავალი გლობალური ტემპერატურის 1,5°C -ით მატება – ეს არის პარიზის შეთანხმებით დადგენილი ბარიერი) ადგენს ქალაქებისთვის მიზნებს  სასათბურე აირების გამოყოფის შესამცირებლად 2015 წლის პარიზის შეთანხმების ამბიციების შესაბამისად. ამ ანგარიშის მიზანია, რაოდენობრივად  შეაფასოს, შემდეგ კი ქალაქის „ლიდერებს“ შესთავაზოს მოხმარებასთან დაკავშირებული გამონაბოლქვების შესამცირებელი გზები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემცირდეს ის, რასაც მე და თქვენ ვიყენებთ, იქნება ეს საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, მოგზაურობა და ა.შ. პრესრელიზში ნათქვამია, რომ უნდა დავიწყოთ მათით, ვინც ყველაზე მეტს მოიხმარს და რომ „მოხმარებაზე დაფუძნებული გამონაბოლქვი 2030 წლისთვის უნდა შემცირდეს, სულ ცოტა, 50%-ით“.

ანგარიშში აღწერილია ექვსი სექტორი, რომლებშიც  მსოფლიოს ქალაქებს შეუძლიათ „დაიწყონ სწრაფი მოქმედებები მოხმარებაზე დაფუძნებული გამონაბოლქვების პრობლემების მოსაგვარებლად“: საკვები, მშენებლობა, ტანსაცმელი, სატრანსპორტო საშუალებები, ავიაცია და ელექტრონიკა.

მოხსენება „ქალაქის მოხმარების მომავალი მსოფლიოში 1,5°C ტემპერატურით“ ერთობლივად მოამზადეს და წარმოადგინეს C40-მა( ეს არის კლიმატის კრიზისთან ბრძოლის მსოფლიოს წამყვანი ქალაქების მერების გლობალური ქსელი – გ.გ), Arup-მა (საინჟინრო დაპროექტების სფეროში ცნობილი  საერთაშორისო კომპანია  – გ.გ) და ლიდსის უნივერსიტეტმა Arup-ის, ლიდსის უნივერსიტეტისა და Citi Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით. მოხსენების ავტორები ამტკიცებენ, რომ  ეს არის ანალიზი და არა გეგმა, მაგრამ ანგარიშის ტონი თავიდანვე ისე აღიქმება, როგორც გეგმა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/10779

                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here