გუგეშაშვილი: ჯერ ერთად ვიბრძოდით, შემდეგ ერთმანეთს ვესროდით

4643

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ორგანიზაცია „მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი,  90-იანი წლების სამოქალაქო ომს სამარცხვინო ლაქას უწოდებს.
აფხაზეთის ომისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში გუგეშაშვილი საუბრობს, თუ როგორ იბრძოდნენ ქვეყნის გაერთიანებისთვის აფხაზეთში და შემდეგ, ისევ ქართველებმა  როგორ დახოცეს ერთმანეთი სამეგრელოში.

„აფხაზეთში ჩვენ გვერდიგვერდ ბადრი ზარანდიას ბიჭებთან ერთად ვიბრძოდით და შემდგომ დასავლეთის ომებში უკვე ისევ საპირისპირო მხარეს. ჩვენდა სამარცხვინოდ, ორთავე მხარისდა სამარცხვინოდ, თითოეული ქართველისდა სამარცხვინოდ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული და სამარცხვინო ლაქაა ეს სამოქალაქო ომი. ჩვენ ერთმანეთს ვესროდით“,-საუბრობს გუგეშაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here